15 სექტემბერს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ" საკუთარ „ცენტრალურზე" მარტვილის „მერანს" უმასპინძლა.
ტორპედოელები ამ მატჩს საკადრო დანაკლისით ხვდებოდნენ - დისკვალიფიცირებულ ლექსო კვახაძეს, თამაშის წინა დღეს ზაზა ჭელიძის მიღებული მიკრო-ტრავმაც დაემატა და მათ ნაცვლად ცენტრალური მცველის პოზიციები მოედანზე გიორგი გურულმა და ვაჟა ტაბატაძემ დაიკავეს, რომლებმაც თავი ჩინებულად გაართვეს მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
ესპანეთის ჩემპიონი სანაკრებო პაუზის შემდეგ "სანჩეს პისხუანს" ეწვია. ჟოზე მოურინიოს გუნდი "სევილიამ" აშკარად დაჯაბნა, რაც შედეგზეც ლოგიკურად აისახა - მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. თავის მხრივ, სამი ქულა "სამეფო კლუბის" მოსისხლე მტერმა, კატალონიის "ბარსელონამ" მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა "თეთრები" "ბლაუგრანას" 8 ქულით ჩამორჩებიან.
"ხეტაფემ" საკუთარ მოედანზე კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა. ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ცოტა ხნის წინ სწორედ ამ გუნდთან "რეალმა" წაიბორძიკა და, რომ "ბარსელონასაც" შეიძლებოდა იგივე დამართნოდა, თუმცა ტიტო ვილანოვას შეგირდებმა 4 გოლი გაუტანეს მეტოქეს, სანაცვლოდ კი მხოლოდ ერთი მიიღეს.
ანგარიში 32-ე წუთზე ადრიანომ გახსნა. სესკ ფაბრეგასი ჩინებული რეიდით მეტოქის კარს უახლოვდებოდა, თუმცა მცველმა კორპუსი კარგად ჩაუდგა, შემდეგ ბურთი ადრიანოს მიუვიდა და მანაც შანსი კარგად გამოიყენა. ... კითხვის გაგრძელება »
მადრიდში გამგზავრებამდე ინგლისის ჩემპიონმა სეზონში უკვე მეორედ დაკარგა ქულები.
საერთოდ, "სტოკ სიტისთან" გასვლითი მატჩები ყოველთვის ურთულდებათ რობერტო მანჩინის შეგირდებს. მანჩინი თავიდანვე დიდ რისკზე წავიდა, როცა ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად სამი ახალწვეული (მაიკონი, ხავი გარსია, სინკლეირი) დააყენა. რასაკვირველია, იტალიელ სპეციალისტს "რეალთან" მატჩის წინ ამ ფეხბურთელების საქმეში ხილვა უნდოდა.
2012 წლის 15 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები. ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”კოლხეთმა” საქართველოს მოქმედ ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი შეხვედრა ზესტაფონელთა მწვრთნელთა დუეტისათვის (დავით მუჯირი და ზაზა ზამთარაძე) სადებიუტო გახლდათ. უნდა ითქვას, რომ სტუმართათვის ეს მატჩი უსიამოვნო ეპიზოდით და იძულებითი ცვლილებით დაიწყო - უკვე 4-ე წუთზე გუნდის გერმანელმა ლეგიონერმა პატრიკ მიხრაუმმა ფეხი იტკინა და გამოსაცვლელი გახდა, მის ნაცვლად მოედანზე ლევან შარიქაძე შევიდა... ... კითხვის გაგრძელება »
პირველი ტაიმი "წითელი ეშმაკუნებისთვის" საკმაოდ რთულად წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე-4 წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ჩიჩარიტომ ვერ გამოიყენა, ალექს ფერგიუსონის შეგირდები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მომენტებს ვერ ქმნიდნენ. აქტიურობდა უელბეკი, თუმცა ახალგაზრდა თავდამსხმელს ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდებოდა. შესვენებაზე შოტლანდიელმა სპეციალისტმა "მანჩესტერის" თამაში ცვლილებების გარეშე გამოაცოცხლა. შედეგად, ვიცე-ჩემპიონმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს, აქედან ორი ბურთი დებიუტანტებმა, ბიუტნერმა და პაუელმა მიითვალეს აქტივში. ... კითხვის გაგრძელება »
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა, გამორიცხა ჟოაო მოუტინიოს ტრასნფერი ამ სეზონში.
შეგასხენებთ, რომ მოუტინიო შესაძლოა გადასულიყო "ტოტენჰემში", თუმცა ლონდონური კლუბი ვერ შეთანხმდა პირად კონტრაქტზე პორტუგალიელ მოთამაშესთან.
"ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით, მოუტინიოსთან კონტრაქტი გაგვეფორმებინა, სანამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურებოდა, მაგრამ ბოლო ეტაპ
... კითხვის გაგრძელება »
ბოლო წლებში, გასვლითი ლონდონური დერბი "ჩელსისთვის" არასასურველი შედეგით მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში უპირატესობას რობერტო დი მატეოს გუნდი ფლობდა, "ლურჯებმა" განსაკუთრებული სახიფათო მომენტების შექმნა ვერ შესძლეს. მატჩის დასაწყისში ტემპი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ მოგვიანებით თამაში ჩაკვდა. მასპინძლები თავს უშეცდომოთ იცავდნენ. ტაბლოზე დაფიქსირებული ნულოვანი ფრე ზუსტად ასახავდა პირველი ტაიმის მიმდინარეობას. მეორე ტაიმში რაღაცები შეიცვალა, თუმცა ანგარიშზე ამას გავლენა არ მოუხდენია. ამჯერად უკეთესად მასპინძლები გამოიყურებოდნენ. "ქპრ" მომენტებში ინიციატივას ეუფლებოდა და ბურთსაც აკონტროლებდა. საბოლოოდ მატჩი ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. ამრიგად, "ჩელსიმ" ამ სეზონშ
... კითხვის გაგრძელება »
"ემირატებზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ბრწყინვალე და უხვგოლიანი სანახაობა იხილა "არსენალის" შესრულებით.
პრემიერ ლიგის ახალწვეული, "საუთჰემფტონი", დღეს უშანსოდ დამარცხდა მრისხანე მეტოქესთან. ჟერვინიოს დუბლი, ორი ავგოტოლი, პოდოლსკის ბრწყინვალე დარტყმა ჯარიმიდან, შეცვლაზე შემოსული უოლკოტის გოლი - წესით და რიგით არსენ ვენგერი კმაყოფილი უნდა იყოს თავისი გუნდის თამაშით. მაყურებელი ნამდვილად არ მოიწყენდა: ხუთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ხოლო ორი - მეორეში.
მიუნჰენურმა კლუბმა ძალების დაზოგვით მოახერხა სამი ქულის მოპოვება. უკვე მე-12 წუთისთვის მასპინძლები ორ ბურთიანი სხვაობით იგებდნენ. თავი მანჯუკიჩმა და შვაინშტაიგერმა გამოიჩინეს. პირველი ტაიმის დარჩენილ ნახევარ საათში სახიფათო მომენტები არ შექმნილა. სტუმრებმა პირველი დარტყმის განხორციელება მხოლოდ 44-ე წუთზე მოახერხეს. "ბაიერნს" მატჩის მშვიდად დამთავრებაში ხელი მოულოდნელმა პენალტიმ შეუშალა, რომელიც სჟალაიმ ზუსტად შეასრულა. თუმცა, ეს სტუმრების ერთადერთი გამონათება იყო. "რეკორდმაისტერი" კვლავ გააქტიურდა და შეხვედრის ბოლოს ტონი კროოსმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1!