0:13 AM
"ემიუმ" გადახალისებული შემადგენლობით "უიგანი" გაანადგურა


პირველი ტაიმი "წითელი ეშმაკუნებისთვის" საკმაოდ რთულად წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მე-4 წუთზე მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ჩიჩარიტომ ვერ გამოიყენა, ალექს ფერგიუსონის შეგირდები არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მომენტებს ვერ ქმნიდნენ. აქტიურობდა უელბეკი, თუმცა ახალგაზრდა თავდამსხმელს ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდებოდა. შესვენებაზე შოტლანდიელმა სპეციალისტმა "მანჩესტერის" თამაში ცვლილებების გარეშე გამოაცოცხლა. შედეგად, ვიცე-ჩემპიონმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს, აქედან ორი ბურთი დებიუტანტებმა, ბიუტნერმა და პაუელმა მიითვალეს აქტივში. 

"ემიუმ" 4:0 "უიგანი"
გოლები: სქოულზი 51, ერნანდესი 63, ბიუტნერი 66, პაუელი 83

"ემიუ": ლინდეგაარდი, რაფაელი, ვიდიჩი (ევანსი 77), ფერდინანდი, ბიუტნერი, კერიკი, სქოულზი (ვან პერსი 71), ნანი, გიგზი (პაუელი 71), უელბეკი, ერნანდესი.

"უიგანი": ალ-ჰაბსი, ბოისი, ქოლდუელი, რამისი, ფიგეროა, მაკარტი, მელონი (ხორდი გომესი 58), მაკარტური, ბოსეჟური (ჯონსი 69), კონე, დი სანტო.

გაფრთხილება: ბიუტნერი, უელბეკი - ბოისი, მაკარტური.



ნანახია: 289 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ემიუმ გადახალისებული შემადგენლობით | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: