ტრავმირებული ანდრეს ინიესტას შემდეგ "ბლაუგრანას" ალექსის სანჩესიც გამოაკლდა.

სანჩესი კატალონიურ კლუბში ჩილეს ეროვნული ნაკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა,სამხრეთ ამერიკელ შემტევს მარცხენა ბარძაყი აწუხებს.ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა,გამოკვლევებმა კი აჩვენა,რომ სანჩესს კუნთი აქვს დაზიანებული და იგი "ხეტაფეს" წინააღმდეგ საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.

გამონჯამრთელების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია."ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით,ყველაფერი ტრავმის პროგრესსზე იქნება დამოკიდებული.

წყარო: FC Barcelona ... კითხვის გაგრძელება »

Views: 301 | Added by: RoM@N | Date: 2012-09-14 | Comments (0)


"იუვენტუსის" ლიდერმა ჯიჯი ბუფონმა "ბიანკონერისთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ამიერიდან გოლკიპერი "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2015-წლამდე დაიცავს,და ახალი კონტრაქტის თანახმად იგი წელიწადში ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს.

ბუფონი "იუვეში" "პარმადან" 2001-წელს გადაბარგდა და ამ დროის განმავლობაში მან ტურინელთა მაისურით 326 მატჩი ჩაატარა.

წყარო: Tuttosport

Views: 316 | Added by: RoM@N | Date: 2012-09-14 | Comments (0)


მიუნხენის "ბაიერნის" ვინგერმა ჰოლანდიისა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო.

მიუნხენში ჩასვლისთანავე არიენ რობენმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და შემოწმებამ აჩვენა,რომ მას ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული,ამ ტრავმის გამო მან "ბაიერნის" დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა.

ჯერჯერობით უცნობია,ეს დაზიანება სერიოზულია თუ არა,სავსებით შესაძლებელია ჰოლანდიელმა მიუნხენელების საბუნდესლიგო უახლოესი შეხვედრა "მაინცთან" გამოტოვოს,რომელიც ხვალ "ალიანს არენაზე" გაიმართება.

წყარო: Goal.com ... კითხვის გაგრძელება »

Views: 302 | Added by: RoM@N | Date: 2012-09-14 | Comments (0)


რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლათინოამერიკელი ბომბარდირები შეაქო,რომლებიც ესპანეთში ასპარეზობენ.

"ჩემი კარიერის განმავლობაში,მხოლოდ ერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მოახერხა პირველივე ნახვით ჩემზე ისეთივე შთაბეჭდილების მოხდენა,როგორიც ლიონელ მესიმ - ეს ფეხბურთელი რადამელ ფალკაოა",-განაცხადა დონ ფაბიომ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

"რადამელი შესანიშნავი ფორვარდია.დღესდღეობით იგი მსოფლიოში №1 ფეხბურთელია".

წყარო: Football Espana

Views: 296 | Added by: RoM@N | Date: 2012-09-14 | Comments (0)


მადრიდელები ამ თავდამსხმელის გასხვისებას არ აპირებენ.

ზაფხულში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მიმართ აქტიურად იჩენდნენ ინტერესს ლონდონის "არსენალი" და "ტოტენჰემი".ახლა კი იტყობინებიან,რომ ეს კლუბები ზამთარში ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდებიან.

მაგრამ "ატლეტიკო" ადრიან ლოპესის გასხვისებას არ აპირებს,რომელსაც კონტრაქტი კლუბთან 2015-წლამდე აქვს გაფორმებული.

წყარო: Sky Sports


Views: 313 | Added by: RoM@N | Date: 2012-09-14 | Comments (0)


"მგლების" კაპიტანს პრობლემები კოჭზე აწუხებს.

იტყობინებიან,რომ ფრანჩესკომ დაზიანება გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო."ბოლონიასთან" მისი თამაში,რომელიც კვირას შედგება,დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

უახლოეს 24-საათში ტოტი დეტალურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის,რომლის შემდეგაც დადგინდება ტრავმის სერიოზულობა.შეგახსენებთ,რომ "რომას" ბოლო მატჩში ფრანჩესკომ ორი საგოლე პასი გააკეთა და მის გუნდს სტუმრად "ინტერის" დამარცხებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

წყარო: Sky Italia

Views: 319 | Added by: RoM@N | Date: 2012-09-14 | Comments (0)



"მეთოფეების" აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა განაცხადა,რომ არსენს კლუბი ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

"მე უკვე ყველას დავუმტკიცე ჩემი ერთგულება ამ კლუბის მიმართ,მაგრამ ახლა იმ განწყობაზე არ ვარ,რომ შორეულ პერსპექტივებზე და მომავალზე ვისაუბრო",-განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

"მე გადაწყვეტილება პირადად უნდა მივიღო.თუ ყველაფერი ისე არ იქნება,როგორც მსურს,ბევრი რამის გააზრება მომიწევს.ამიტომ,ახლა სიჩქარე ნამდვილად არ ღირს".

წყარო: BBC

Views: 307 | Added by: RoM@N | Date: 2012-09-14 | Comments (0)

მიუხედავად ამისა,ამ ტრანსფერით არც ბრაზილიელი და არც ლაციოს ხელმძღვანელობა არ იყო დაინტერესებული.a
იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport იტყობინება,რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ტოტენჰემმა" "ლაციოს" ერნანესის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა,მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა.

"დეზებმა" "ბიანკოჩელესტის" ბრაზილიელი ჰავბეკის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო შესთავაზეს,თუმცა თავად ფეხბურთელი და კლუბის ხელმძღვანელობა ამ ტრანსფერით დაინტერესებულნი არ იყვნენ.

შეგახსენებთ,რომ ლათინოამერიკელი იტალიის სერია ა-ში 2011-წელს "სან-პაულუდან" 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

წყარო: La Gazzetta dello sport

Views: 285 | Added by: RoM@N | Date: 2012-09-14 | Comments (0)


ლონდონის "ჩელსის" ახალწვეულმა, ედენ აზარმა, "ლურჯებში" გადმოსვლის მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა.

"სიმართლე გითხრათ, ჩემი მიზანი არ არის, გავხდე ცნობილი. ინგლისში ამის გამო არ ჩამოვსულვარ. უბრალოდ, საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა ახალ ჩემპიონატში, უფრო ძლიერში, ვიდრე ფრანგული ლიგა 1-ა ", - განაცხადა ედენმა.

"პრემიერ ლიგა ფრანგული პირველობისგან ძალიან განსხვავდება. აქ სულ სხვა ფეხბურთია- განსხვავებულია ფეხბურთელებთან დამოკიდებულებაც, ამიტომ, ადაპტაციისთვის დრო კიდევ მჭირდება".

წყარო: Associated Press

... კითხვის გაგრძელება »

Views: 290 | Added by: RoM@N | Date: 2012-09-14 | Comments (0)


თბილისის "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერებმა კლუბის ოფიციალურ საიტს საქართველო - ესპანეთის მატჩის შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

ჩისკო – საქართველომ მეორე ნომრად ითამაშა და ეს ლოგიკურიცაა. მასპინძლები ცდილობდნენ ესპანელებისთვის დაცვითი თამაში დაეპირისპირებინათ და ეს გარკვეულწილად გამოუვიდათ კიდეც. გიორგი ლორიას ტრავმამ კი გული დამწყვიტა, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს არ წაეგო. საწყენია, რომ მომავალ თამაშებში კაპიტნის გარეშე მოგვიწევს ბრძოლა.

კარლეს კოტო – ძირითადად საქართველო საკუთარ ნახევარზე თამაშობდა. ბურთის ფლობა ესპანელთა სასარგებლოდ 80/20–ზე იყო. ესპანელი ფეხბურთელები მათთვის დამახას ... კითხვის გაგრძელება »
Views: 281 | Added by: RoM@N | Date: 2012-09-14 | Comments (0)


18-წლის ფორვარდმა კატალონიური კლუბის წინასასეზონო მზადების პრე-მატჩებში "ბარსას" ძირითად შემადგენლობაში თავი შესანიშნავად გამოიჩინა,ამის შემდეგ კი გაბრწყინება "ბარსა ბ"-შიც განაგრძო.

სწორედ ეს ყველაფერი გახდა იმის მიზეზი,რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა,რომ თავის ერთ-ერთ საუკეთესოდ აღზრდილი ფეხბურთელისთვის კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა. 

მიმდინარე კონტრაქტის თანახმად ხერარდ დეულოფეუს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს."ბარსელონას" კი სურს,რომ გაახანგრძლივოს ეს ხელშეკრულება და ასევე გაზარდოს ფეხბურთელის გამოსასყიდი სატრანსფერო თანხაც,რომელიც ამჟამად 10 მილიონ ევროს შეადგენს. 

Marca- ... კითხვის გაგრძელება »
Views: 278 | Added by: RoM@N | Date: 2012-09-14 | Comments (0)