საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ, რომელმაც კარიერა დაასრულა და პოლიტიკაში წავიდა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩზე ისაუბრა.
"ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ესპანეთის ნაკრები ითამაშებს." - განაცხადა კალაძემ Marca-სთან ინტერვიუში.
"რა თქმა უნდა, ესპანეთი უმაღლესი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. იმ ნაკრების წინააღმდეგ თამაში, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული, პატივსაცემია. ნებისმიერი ქართველი მოთამაშისთვის ეს დიდი მოტივაცია იქნება."
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი საშინაო მატჩისთვის კვლავ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" ემზადება.
7 სექტემბერს, ბელარუსთან მოგებული მატჩის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელები ერთი დღით დაასვენა. 9 სექტემბერს, ნაკრების მზადება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. საღამოს „ჯვაროსნებმა" სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. საბედნიეროდ, პირველი მატჩის შემდეგ, ტრავმირებული არავინაა.
"მფრინავი ღამურები" ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველს 35-წლის დავიდ ალბელდას შემცვლელად მოიაზრებენ.
Superdeporte-ს ინფორმაციით,"ვალენსიის" წარმომადგენლები ორიოლ რომეუს U-21-ის შეხვედრაზე დააკვირდებიან,სადაც ესპანეთის ნაკრები ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება,ეს მატჩი დღეს ალიკანტეში შედგება.
ასევე აღსანიშნავია,რომ ესპანური კლუბი ამ ახალგაზრდა ნახევარმცველს ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდა,როცა ორიოლი "ბარსელონა ბ"-ში გამოდიოდა,მაგრამ 2011-წელს იგი "არისტოკრატების" შემადგენლობაში ჩაირიცხა.
მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტანს ხავიერ ძანეტის,რომელიც უკვე მრავალი წელია,რაც მილანურ კლუბს კაპიტნობს,კლუბის ვიცე-პრეზიდენტობას შესთავაზებს.
იტალიური პრესის ინფორმაციით,39-წლის არგენტინელი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.მაგრამ "ნერაძურის" პრეზიდენტი მასიმო მორატი ძანეტის კლუბიდან გაშვებას არ აპირებს.
იტყობინებიან,რომ სინიორ მორატი მზად არის ხავიერს "ინტერის" ვიცე-პრეზიდენტობა შესთავაზოს.ძანეტი ახალ სამუშაოს შესაძლოა მომდევნო სეზონიდან შეუდგეს,როდესაც იგი ბუცებს ლურსმნებზე ჩამოკიდებს.
"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ "ატლეტიკის" თავდამსხმელით ფერნანდო ლორენტეთი "ბებერი ქალბატონი" დაინტერესებულია.
"მოურინიომ ერთ-ერთ საკუთარ ინტერვიუში განაცხადა,რომ ლორენტე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვენტუსში" გადაბარგდება.როგორც ჩანს,ჟოზეს ყველაფერი კარგად მოეხსენება.ჩვენ ფერნანდოს გადაბირებით ნამდვილად ვართ დაინტერესებულნი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის,რომ იგი ჩვენ გუნდში ვიხილოთ",-განაცხადა მაროტამ.
ასევე გეტყვით იმასაც,რომ "ბილბაოს" ბოსებს ლორენტეს გაყიდვა 36 მილიონ ევროდ სურთ,მაგრამ "ბიანკონერი" ასეთი თანხის გადახდას არ აპირებს.ასე რომ,ზამთარში ჩვენ ძალიან ხანგრძლივი მოლაპარა
... კითხვის გაგრძელება »
"ჯენოას" მცველი ლუკა ანტონელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "მილანში" გადაბარგდეს.
Goal.com–ის ინფორმაციით,"როსონერი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს და იტალიის ვიცე–ჩემპიონის რიგებში ჩარიცხვის ერთ–ერთ მთავარ პრეტენდენტად 25–წლის ანტონელის მოიაზრებენ.
ამ შესაძლო ტრანსფერის ფინანსური მხარე ჯერჯერობით უცნობია.
დორტმუნდის "ბორუსიის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" გადაბარგებას არ გამორიცხავს.
"მე გავიგე იმის შესახებ,რომ "ბაიერნი" ჩემი გადაბირებით კვლავ არის დაინტერესებული",-განაცხადა ლევანდოვსკიმ.
"ჯერჯერობით მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობისგან ოფიციალური შემოთავაზება არ მიმიღია.რას გავაკეთებ,თუ "ბაიერნი" სამუშაოს შემომთავაზებს? არ ვიცი.ცხოვრებაში ყველაფერი ხდება".
ხავიერი მიიჩნევს, რომ მისთვისაც და "ბარსელონასთვისაც" უკეთესი იქნება, თუ საკუთარ კართან ახლოს ითამაშებს.
"ბარსელონაში" ცენტრალური მცველის პოზიციაზე მსურს თამაშის გაგრძელება", -განაცხადა ხავიერ მაშერანომ.
"სწორედ ამ ადგილას ვგრძნობ თავს ძალიან კომფორტულად. ვიცი, რომ იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც ჩვენს გუნდშია, ყველაზე კარგად გამომივა ცენტრბეკად თამაში. მხედველობაში არ მაქვს ის, რომ დაცვაში თამაში უფრო პრესტიჟულია, ვიდრე მოედნის შუაში- პირიქით. პიკე და პუიოლი მსოფლიოს საუკეთესო მცველები არიან", -დაასრულა არგენტინელმა.
ამერიკული პრესა იტყობინება,რომ დევიდ ბექჰემმა შესაძლოა ესპანური "მალაგას" აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინოს.
Los Angeles Times-ის ინფორმაციით,"ემიუსა" და "რეალის" ექს-ნახევარმცველს დევიდ ბექჰემს,"ლოს-ანჯელეს გელექსის" ყოფილ პრეზიდენტთან ალექსი ლალასთან ერთად,რომელიც დევიდთან ერთად კონსორციუმის აქციებს ფლობს,"მალაგას" საკონტროლო პაკეტის შეძენა სურს.
როგორც აღმოჩნდა, სერ ალექს ფერგიუსონს სამხრეთამერიკელებთან მუშაობა მოსწონს.
"სიმართლე რომ გითხრათ, ლათინოამერიკელები მათში გადახდილ ფულს ადვილად გამოიმუშავებენ. მათ უყვართ ფეხბურთის თამაში. ეს სისხლში აქვთ", -განაცხადა ფერგიუსონმა.
"სამი ბრაზილიელი- ანდერსონი, რაფაელი და ფაბიო- აღმერთებენ ფეხბურთს. ხშირად პირველები მოდიან სავარჯიშოდ. ეს თითქოს სუფ
... კითხვის გაგრძელება »
დღეს, 17:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ესპანეთის ეროვნული ნაკრების თვითმფრინავი დაეშვა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები საქართველოში ჩარტერული რეისით, ესპანური მედიის წარმომადგენლებთან და დელეგაციის წევრებთან ერთად ჩამოვიდნენ. მათთან ერთად იმყოფება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ანხელ მარია ვილარ ლონა.
ესპანეთის ნაკრების ავტობუსი საგანგებო გასასვლელიდან გამოიყვანეს. ამჟამად, მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი სასტუმრო თბილისი „მარიოტში" იმყოფება. ... კითხვის გაგრძელება »
ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი, ჯონ ტერი, უკრაინასთან მატჩს გამოტოვებს, ტერფის ტრავმის გამო.
როგორც მოგეხსნებათ, მოლდოვასთან მატჩში ტერიმ ტრავმა მიიღო. როგორც დადგინდა, ინგლისელ ფეხბურთელს, ტერფის დაზიანება აღენიშნება. ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს არ ექნება საშუალება დააყენოს გამოცდილი, ჯონ ტერი, უკრაინასთან გასამართ შეხვედრაში.