კატალონიური გრანდი ახალი გოლკიპერის ძიებაშია.

ესპანური პრესის ინფორმაციით,"ლურჯ-ბროწეულისფერების" სათადარიგო გოლკიპერმა ხოსე პინტომ კლუბი შესაძლოა ძალიან მალე დატოვოს.

ესპანელ გოლკიპერს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება,მისი წლოვანება კი - ნოემბერში პინტოს 37 წელი შეუსრულდება - კატალონიურ კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაში ხელს უშლის.

ასე რომ,კატალონიელები ამჟამად ახალი გოლკიპერის ძიებაში არიან,რომელიც ვიქტორ ვალდესს კონკურენციას გაუწევს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის."ბარსელონაში" გადასვლის მთავარ კანდიდატად კი გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერს,"გლადბახის" კარის დარაჯს,მარკ-ანდრე ტერ შტეგენს მოიაზრებენ.
... კითხვის გაგრძელება »
Views: 339 | Added by: RoM@N | Date: 2012-09-07 | Comments (0)