9:55 AM
"ფურია როხა" საქართველოშია

დღეს, 17:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ესპანეთის ეროვნული ნაკრების თვითმფრინავი დაეშვა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები საქართველოში ჩარტერული რეისით, ესპანური მედიის წარმომადგენლებთან და დელეგაციის წევრებთან ერთად ჩამოვიდნენ. მათთან ერთად იმყოფება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ანხელ მარია ვილარ ლონა.

ესპანეთის ნაკრების ავტობუსი საგანგებო გასასვლელიდან გამოიყვანეს. ამჟამად, მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი სასტუმრო თბილისი „მარიოტში" იმყოფება.

რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ჩვენი სტუმრების 10 სექტემბრის დღის განრიგი ასეთი იქნება:

12:30 საათზე , სასტუმრო „Radisson" - ში აკრედიტებული ქართული და ესპანური მედიისთვის მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს „ფურია როხას" მთავარი მწვრთნელი – ვისენტე დელ ბოსკე. საღამოს კი, ევროპის მოქმედი ჩემპიონები 20:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ივარჯიშებენ. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიში საწყისი 15 წუთით იქნება ღია.

სფფ–ის პრესსამსახური
ნანახია: 279 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ფურია როხა საქართველოშია | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: