0:06 AM გორის "დილამ" შინ თბილისის "დინამო" დაამარცხა | |
![]() უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამოელები გორში, ადგილობრივ "დილასთან" 0:2 დამარცხდნენ. "დილა" 2:0 "დინამო" გოლები: 1:0 მოდებაძე 75’, 2:0 გურული 86’ "დილა": სკენდერი, სალუქვაძე, შაშიაშვილი, თომაშვილი, კვირკველია, ბეჭვაია, არზიანი, კლიმიაშვილი (კაშია 46'), კახელიშვილი (გორელიშვილი 84'), გურული, მოდებაძე (ონიანი 89') "დინამო": სეფიაშვილი, სეთურიძე, ხიზანეიშვილი (ვოსკობოინიკოვი 84'), კვარაცხელია, რეხვიაშვილი, ხმალაძე, ალვარო, მერებაშვილი, ჩისკო (რობერტინიო 75'), კოტო, დვალი მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია დუშან უჰრინი - გორში რომ მოვდიოდით, ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. პირველ ნახევარში გოლი გავიტანეთ, რომელიც მსაჯის გადაწყვეტილებით გაუქმდა - არ ვიცი იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მეორე ტაიმში დინამოელებს კონცენტრაციის ნაკლებობა დაეტყოთ, რის გამოსწორებაზეც სამომავლოდ აუცილებლად ვიმუშავებთ. დილასთან მომდევნო წრეშიც მოგვიწევს თამაში და აუცილებლად გამარჯვების მოპოვებას ვეცდებით. გიორგი დარასელია- დღეს დილამ მიმდინარე სეზონში გორის განახლებულ სტადიონზე პირველი საშინაო თამაში გამართა. დღევანდელ თამაშზე გულშემატკივარიც მოვიდა და ყველაფერი იყო იმისათვის, რომ ჩვენ გამარჯვებისთვის მიგვეღწია. იღბალი და სათამაშო უპირატესობაც ჩვენს მხარეს იყო და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |