2:02 AM
სევილიამ რეალი დაამარცხა!


ესპანეთის ჩემპიონი სანაკრებო პაუზის შემდეგ "სანჩეს პისხუანს" ეწვია. ჟოზე მოურინიოს გუნდი "სევილიამ" აშკარად დაჯაბნა, რაც შედეგზეც ლოგიკურად აისახა - მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. თავის მხრივ, სამი ქულა "სამეფო კლუბის" მოსისხლე მტერმა, კატალონიის "ბარსელონამ" მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა "თეთრები" "ბლაუგრანას" 8 ქულით ჩამორჩებიან.

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიური შეტევებით დაიწყეს. უკვე მეორე წუთზე "სევილიამ" კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვა, რასაც გატანილი გოლი მოჰყვა - საჯარიმოში დი მარიას ტროხოვსკი გაექცა, გერმანელმა ზუსტი და ძლიერი დარტყმით გამარჯვების ბურთი გაიტანა.

სტუმრები ვერ ახერხებდნენ დალაგებას, გააზრებული შეტევების განხორციელებას. პირველი ტაიმი ძირითადად ემოციურ ფონზე წარიმართა. სახიფათო იყო "სევილიას" კონტრშეტევები, განსაკუთრებით აღსანიშნავია რეაქტიული ხესუს ნავასის გარღვევები. "რეალიდან" გოლის გატანის ერთადერთი შანსი იგუაინს ჰქონდა, თუმცა არგენტინელმა მომენტი ვერ გამოიყენა.

შესვენებაზე ჟოზე მოურინიომ ცვლილებებს მიმართა. მესუთ ოზილის ნაცვლად ახალწვეული ლუკა მოდრიჩი გამოვიდა, ანხელ დი მარია, რომელიც პირველ ტაიმში ძალიან დაბნუელი თამაშობდა, ქარიმ ბენზემამ შეცვალა. თითქოს, ამის შემდეგ სტუმრები უნდა გააქტიურებულიყვნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. "სევილია" მეტოქეს ყველა კომპონეტში ჯაბნიდა. "თეთრები" ვერც ბურთის ფლობით გამოირჩეოდნენ, გააზრებულ, მწვავე და დალაგებულ შეტევებზე რომ აღაფერი ვთქვათ. 

"სევილია" 1:0 "რეალი"
გოლი: ტროხოვსკი 2

"სევილია": პალოპი, სისინიო, ბოტია, სპახიჩი, ფერნანდო ნავარო, მადურო, მედელი, რაკიტიჩი (დელ მორალი 61), ხესუს ნავასი, ნეგრედო (ლუნა 71), ტროხოვსკი (კონდოგბია 82).

"რეალი": კასილასი, არბელოა (კალეხონი 65), პეპე, რამოსი, მარსელო, ხედირა, ალონსო, დი მარია (ბენზემა 46), ოზილი (მოდრიჩი 46), რონალდუ, იგუაინი.

გაფრთხილება: რაკიტიჩი, ნავარო, ლუნა - იგუაინი, დი მარია, პეპე.





ნანახია: 270 | დაამატა: RoM@N | ტეგები: სევილია 1-0 რეალი | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: