7:13 PM
ზიდანის თავურს ძეგლი დაუდგეს

ფეხბურთის ქომაგებს უთუოდ ახსოვთ ზინედინ ზიდანის ცნობილი თავური, რომლითაც საფრანგეთის ნაკრების ლიდერი 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში იტალიელ მარკო მატერაცის გაუმასპინძლდა. ბუნებრივია, ზინედინ ზიდანი მაშინ მოედნიდან გააძევეს, იტალია კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ამ ინციდენტის შესახებ თვეების განმავლობაში წერდა მსოფლიო მედია. გამოქვეყნდა უამრავი ინტერპრეტაცია იმ სიტყვებისა, რომლებითაც მატერაციმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მწყობრიდან გამოიყვანა. ბევრი ვარაუდობს, რომ ზიდანის გაძევების წყალობით მოიპოვა ტალიამ ჩემპიონობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოქროს მედლებს ფრანგები აიღებდნენ. ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდი იყო, ფაქტი კი ის გახლავთ, რომ პარიზში, ჟორჟ პომპიდუს ცენტრში ზიდანის ცნობილი თავურის ბრინჯაოს კომპოზიცია აღიმართა. ფრანგი და იტალიელი ფეხბურთელების ნატურალურ ზომაში ჩამოსხმული სკულპტურა ალჟირელ ხელოვანს ეკუთვნის და დადგმისთანავე უამრავი მნახველი მიიზიდა.
 

წყარო: Thesun.co.uk

ნანახია: 279 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ზიდანის თავურს ძეგლი დაუდგეს | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: