7:18 PM
VIII ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართება

ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები 30 სექტემბერს ჩატარდება. გულშემატკივართა ყურადღება დასავლეთისკენ იქნება მიპყრობილი, რადგან ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში "ტორპედოსა" და "დილას" შორის გაიმართება. ასევე მნიშვნელოვანი მატჩი შედგება "ზესტაფონში",ადგილობრივ კლუბსა და საჩხერის "ჩიხურას" შორის.

მარტვილი, ცენტრალური სტადიონი. 16:00

"მერანი" – "ზუგდიდი"

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, კ.გაბრიაძე, ი.მაჩიტიძე, დ.სანოძე

მარტვილში ერთმანეთს სამეგრელოს ორი წარმომადგენელი დაუპირისპირდება. "მერანი" სახლში უდანაკარგოა. სამი შეხვედრიდან სამივე მოიგო და ყველა მინიმალური ანგარიშით - 1-0. წლევანდელ ჩემპიონატში კარგად ჩანს, რომ მასპინძლები გასვლაზე ძალიან ცუდად ასპარეზობენ ამიტომ ქულების დაგროვებას საშინაო მატჩებში ცდილობენ. შესაბამისად, "ზუგდიდს" ადვილი თამაში არ ელის. სტუმრები წლევანდელ ჩემპიონატში პირველი ტურის შემდეგ არ დამარცხებულან და ახლაც იგივეს აპირებენ, თანაც შემდეგ ტურში "ზუგდიდს" თბილისის "დინამო" სტუმრობს და მარტვილიდან სამი ქულის წაღებით დედაქალაქელებს მშვენიერ ხასიათზე დახვდებიან.

ზესტაფონი, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი. 16:00

"ზესტაფონი" – "ჩიხურა"

მსაჯები: ჯ.ხორავა, ი.უკლება, ს.სპიცინი, ა.ნონიკაშვილი

წინა ტურში "ზესტაფონმა" მძიმე ბრძოლაში მოიგო და მოიპოვა მნიშვნელოვანი სამი ქულა. ხვალინდელ შეხვედრაში ეს ფეხბურთელებს თავდაჯერებულობაში დაეხმარებათ და კვლავ ეცდებიან წარმატების მიღწევას. მითუმეტეს, რომ მეტოქეს, დამარცხების შემთხვევაში, ქულებით გაუთანაბრდებიან. ბოლო სამ საშინაო შეხვედრაში ჩემპიონებმა გამარჯვება ვერ მოახერხეს, რაც ნამდვილად ცუდი შედეგია. თავის მხრივ, ბოლო ორი შეხვედრაა გასვლაზე მარცხდება "ჩიხურა". საჩხერლებმა წინა ტურში თბილისის "დინამოსთან" ფრით ყველას დაანახეს, რომ ადვილ მეტოქეს არავისთვის წარმოადგენენ. იგივეს დამტკიცებას შეეცდებიან ჩემპიონთანაც.

ქობულეთი, "ჩელე არენა". 16:00

ბათუმის "დინამო" – "კოლხეთი"

მსაჯები: თ.გვანცელაძე, ზ.ასკაროღლი, ა.კოკაია, გ.დოგრაშვილი

ბათუმელებმა სანამ საკუთარ სტადიონზე არ ჩაატარეს შეხვედრა, ჩემპიონატში გამარჯვების გემო ვერ გაიგეს. ახლა უკვე მეორე მატჩს მართავენ და ეცდებიან, რომ წინა ტურის მსგავსად, ესეც წარმატებული გამოდგეს. მითუმეტეს, რომ მათი მეტოქე ბოლო ადგილზე მყოფი "კოლხეთი" იქნება. ფოთელებს, მასპინძლებისგან განსხვავებით, ჯერჯერობით გამარჯვება არ უზეიმიათ. მხოლოდ სამი ფრე და სამი ქულა, მართლაც, ცუდი შედეგია. ასე რომ, ჩემპიონატში დასარჩენად "კოლხეთმა" უფრო მეტი უნდა მოინდომოს.

თბილისი, "დინამო არენა". 16:00

თბილისის "დინამო" – "სიონი"

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, გ.ჩიგოგიძე, მ.ელიკაშვილი, ლ.სილაგავა

დედაქალაქელები ამ მატჩის ფავორიტები არიან და ძნელი წარმოსადგენია, რომ სამი ქულის აღებას ვერ მოახერხებენ. უჰრინის შეგირდებმა წინა ტურში საჩხერეში გამარჯვება ვერ შეძლეს, რითაც პირველი ადგილი დათმეს. "დინამო" შინ უდანაკარგოა და ბოლნისელებთანაც ეცდება იგივეს გაგრძელებას. "სიონს" რამდენად აქვს იმის ძალა, რომ თბილისიდან უქულოდ არ გაბრუნდეს და "დინამოს" პირველ ადგილზე გადასვლა არ დაანებოს შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება. ფაქტია, რომ ბოლო ოთხი შეხვედრაა სტუმრები გამარჯვებას ვერ ახერხებენ.

რუსთავი, ფოლადის სტადიონი. 16:00

"მეტალურგი" – "ვიტ ჯორჯია"

მსაჯები: თ.ხუჭუა, ბ.ჭიჭინაძე, ი.კაკაბაძე, ბ.ნინუა

მე-8 ტურის მატჩები იმართება და რუსთავს უკვე ერთგვარი ტრადიცია უყალიბდება. ფაქტია, რომ ეს გუნდი სუსტ მეტოქეებთან ქულებს არ კარგავს, სამაგიეროდ, ზესტაფონს თუ არ ჩავთვლით, ყველა უშუალო კონკურენტთან მარცხდება. ამ ლოგიკით, "ვეტერინარებთან" მატჩში "მეტლურგი" ფავორიტია. მითუმეტეს, რომ მისი მეტოქე წლევანდელ ჩემპიონტში, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცუდად მოთამაშე "ვიტ ჯორჯიაა". "ვიტელბმა" წინა ტურში კი იბრძოლეს ბოლომდე, მაგრამ მაინც უქულოდ დარჩნენ, რის გამოც მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულეს.

ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი. 16:00

"ტორპედო" – "დილა"

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, ზ.ფიფია, დ.კვეტენაძე, გ.ვადაჭკორია

დაძაბული მატჩის მოლოდინშია ქუთაისი. "ტორპედომ" წლევანდელი ჩემპიონატი საუცხოოდ დაიწყო და ასეც აგრძელებს. ჯერჯერობით ქუთაისელებს არც ერთ მატჩში არ დაუტოვიებიათ მოედანი უგოლოდ. გუნდი ახლაც შეეცდება გატანას, თუმცა მეტოქე ადვილი არ ეყოლება. გორელები სეზონის სტარტზე თუ ვერ ბრწყინავდნენ, ახლა უკვე "ტორპედოსთან" და "დინამოსთან" ერთად, ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მოიაზრებიან. თუ ქუთაისელები ყველა მატჩში იტანენ გოლს, "დილა" ბოლო ოთხი შეხვედრაა კარს მშრალად ინახავს, ხოლო გასულ სამ თამაშში ისეთი მეტოქეები დაამარცხა, როგორიც "მეტალურგი", "ზესტფონი" და თბილისის "დინამო" არიან. შეხვედრას ერთგვარ ინტერესს ისიც მატებს, რომ სავარაუდოდ, სწორედ "ტორპდოსთან" მატჩში შედგება გორელთა ახლწვეულის, ბრაზილიელი ნათან ჟუნიორის დებიუტი. ასეა თუ ისე, მე-8 ტურის ცენტრი ქუთაისია ვნახოთ, როგორ გაამრთლებს მოლოდინს ეს შეხვედრა.

ბომბარდირები: 5 – მიხეილ ჯორბენაძე ("დინამო" ბათუმი); 4 – ჯაბა დვალი, ჩისკო (ორივე "დინამო" თბილისი), რევაზ ჯიქია ("სიონი"); 3 – ალვარო ("დინამო" თბილისი), დავით ოდიკაძე ("ჩიხურა"), დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი"), გიორგი კუხიანიძე, ნიკა საბანაძე (ორივე "ტორპედო").

წყარო: გიორგი ბაბუნაშვილი, Geosports.ge

ნანახია: 283 | დაამატა: RoM@N | ტეგები: VIII ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისშ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: