8:43 PM
ვენგერი: "ჩემპიონობაზე საუბარი ჯერ ადრეა"



არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ ამ თემასთან შეხება მიზანშეწონილი არაა, რადგან "მეთოფეები" ჯერ ინგლისის არც ერთ ფლაგმანს არ შეხვედრიან.

"ჩემპიონობის შანსები? - მოდით ამაზე 10 ტურის შემდეგ ვისაუბროთ. ვფიქრობ, შანსი გვაქვს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად საგრძნობია ჩვენი პროგრესი და შევძლებთ თუ არა პოზიციების შენარჩუნებას", -თქვა ვენგერმა.

"ამ მომენტისთვის ჩემი ოპონენტების სიძლიერე არ ვიცი. ჯერ ტიტულისთვის მებრძოლი გუნდებიდან არც ერთს არ შევხვედრივართ".

"2004 წელს ჩემპიონები გავხდით, შემდეგ სეზონში კი ნოემბერში "ჩელსის" დავუპირისპირდით, მაშინ მატჩის ბოლოს ვიფიქრე, ცოტა ხნის წინ ახალ ჩემპიონებს ვეთამაშეთ-მეთქი".

"მნიშვნელოვანი იქნება, როგორ წარმოვაჩენთ თავს დიდ გუნდებთან. ეს საინტერესოც იქნება. პირველი ასეთი მატჩი კვირას გველის ("მანჩესტერ სიტისთან", -ავტ.) . ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია "საუთჰემპტონთან" მატჩის ხასიათი შევინარჩუნოთ",- დაასრულა მან. (მოგეხსენებათ, "არსენალმა" პრემიერ ლიგის მე-4 ტურში "საუტჰემპტონი" 6:1 გაანადგურა - ავტ.)

წყარო: Sky Sports

ნანახია: 271 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ვენგერი: ჩემპიონობაზე საუბარი ჯერ ა | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: