იტალიური "ნაპოლის" ჩილელმა ნახევარმცველმა, ედუარდო ვარგასმა, "აიკთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, ვარგასმა აღნიშნულ ჯახში ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო.
"ჩემი გოლები? გუნდის გამარჯვება უფრო მახარებს", -განაცხადა მატჩის შემდეგ 22 წლის სპორტსმენმა.
"ამ გოლებს ოჯახსა და ბაბუას ვუძღვნი. "ნაპოლიში" ყველა იბრძვის ძირითადში მოსახვედრად მატჩიდან მატჩამდე".
"ვარგასი პრესასთამ ცოტა მორცხვობს, მაგრამ გასახდელში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანია. დღეს დიდებულად ითამაშა. სწორედ ასეთი მატჩი სჭირდებოდა გასახსნელად", -თქვა ჩილელის პარტნიორმა ფედერიკო ფერნანდესმა.

წყარო: Football Italia