8:48 PM
უმაღლესი ლიგა. პირველ ადგილზე "ტორპედოა"

ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის სათავეში ერთდროულად სამი კლუბი მოექცა, თუმცა გაშვებული და გატანილი ბურთების უკეთესი მაჩვენებლით ცხრილს ქუთაისის "ტორპედო" ლიდერობს.

"ტორპედომ" ზედიზედ მეორედ გაანადგურა მოწინააღმდეგე, ანგარიშით - 4:0. გია გეგუჩაძის მსხვერპლი ამჯერად "მერანი" გახდა. მასპინძელთაგან თავი მერაბ გიგაურმა, ნიკა საბანაძემ, გიორგი კუხიანიძემ და გრიგოლ დოლიძემ გამოიჩინეს.

ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში გაიმართა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, რომელსაც რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, ადგილობრივმა "დილამ" თბილისის "დინამო" მიღო. გორელთათვის ეს პირველი მატჩი იყო, რომელიც საშინაო არენაზე გაიმართა. გულშემატკივრების მხარდაჭერის ფონზე გიორგი დარასელიას გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შესძლო. გოლები სანდრო გურულმა და ირაკლი მოდებაძემ გაიტანეს.

კიდევ ერთი სამწვრთნელო დებიუტი "ზესტაფონში" შედგა. აღსანიშნავია, რომ დავით მუჯირს სამწვრთნელო ლიცენზიის აღებამდე ზაზა ზამთარაძე დაეხმარება. ახალი მწვრთნელის თავკაცობით ზესტაფონელებმა გასვლით შეხვედრაში ორ ბურთიანი სხვაობით დაამარცხეს ფოთის "კოლხეთი". ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. თავი ჯერ შოთა ბაბუნაშვილმა, შემდეგ კი ოთარ კვერნაძემ გამოიჩინა.

"ჩიხურამ", რომელსაც ასევე 12 ქულა აქვს და ლიდერებში იმყოფება, შინ "სიონი" მიიღო. მატჩში ყველა გოლი პენალტით გავიდა. დავით ოდიკაძემ ორი ბურთით დააწინაურა თავისი გუნდი, თამაშის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე კი რეზო ჯიქიამ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა.

რუსთავის "მეტალურგმა" ნეიტრალურ სტადიონზე ბათუმის "დინამო" დაამარცხა, ანგარიშით 2:0 და გასულ ტურში, "ტორპედოსთან" განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხა. "ვიტ-ჯორიამ" და "ზუგდიდმა" ნულოვანი ფრე გააგორეს.

სატურნირო მდგომარეობა

უმაღლესი ლიგა. პირველ ადგილზე "ტორპედოა"

ბომბარდირები
რევაზ ჯიქია ("სიონი") - 4
ჯაბა დვალი ("დინამო თბილისი") - 4
დავით ოდიკაძე ("ჩიხურა") - 3
მიკელ ალვარო ("დინამო თბილისი") - 3
დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი") - 3

მე-6 ტურის ანონსი
"მერანი" - "სიონი"
"ზუგდიდი" - "ჩიხურა"
"დინამო თბილისი" - "ვიტ-ჯორჯია"
"ზესტაფონი" - "დილა"
"მეტალურგი" - "კოლხეთი"
"ტორპედო" - "დინამო ბათუმი"

ვიდეო მასალა
"ტორპედო" 4:0 "მერანი"



"კოლხეთი" 0:2 "ზესტაფონი"


"დილა" 2:0 "დინამო თბილისი"

წყარო: uefa.com, gff.ge

ნანახია: 274 | დაამატა: RoM@N | ტეგები: უმაღლესი ლიგა. პირველ ადგილზე ტორპე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: