26 სექტემბერს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო" ფოთს ეწვია და ფაზისის სტადიონზე „კოლხეთს" დაუპირისპირდა.
ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობა აღნიშნული შეხვედრისთვის მცირედიდ სახეშეცვლილი იყო. უხერხულ მეტოქესთან მატჩი პირველივე წუთებიდან საინტერესოდ წარიმართა.
1' - საჯარიმოს მისადგომებიდან პავლე დათუნაიშვილის დარტყმით ბურთი კარს გადასცდა.
2' - საპასუხო იერიში - ბერიაშვილის გადაცემით მცველების გარემოცვაში მყოფი ფირცხალავა სუსტად ურტყამს კარში, ბურთს მეკარე იოლად ეუფლება.
4' - მორიგი დარტყმა კარის მიმართულებით - ბოლქვაძის ჩაწოდებული "სტანდარტის" შემდეგ ჭელიძემ დაარტყა თავი ბურთს, მეკარე ადგილზე დახვდა.
9' - ფარულავას შორეული დარტყმით ბურთს მიგინეიშვილმა წაჰკრა ხელი, რის შემდეგაც ხარიხამ აისხლიტა, იქედან გამოვარდნილი ბურთი კი ტორპედოელებმა სწრაფად წაიღეს და კონტრშეტევა განავითარეს, ბოლქვაძის პასით მარცხენა ფლანგიდან ბერიაშვილი ურტყამდა ახლოდან, ბურთი კარის ბადეს გარედან ხვდება.
20' - საჯარიმოს დარტყმის შესრულების შემდეგ "ტორპედოს" საჯარიმოში არეულობა იქმნება, რითაც პაატა ცხვიტარიამ ისარგებლა და ცარიელ კარში შეაგდო ბურთი - 1:0.
29' - კოლხეთელი დათუნაიშვილის დარტყმა და ბურთს მიგინეიშვილი იმორჩილებს.
30' - ბოლქვაძის ჩაწოდებულს ჭელიძე გამოეხმაურა, რომლის თავური დარტყმით ბურთი მიწაზე დაეცა და ოდნავ გადაევლო ხარიხას.
34' - გრიგალაშვილმა დაარტყა კარში, მასპინძელთა მეკარე ნახტომში იგერიებს ბურთს.
45' - გრიგალაშვილის ჩაკიდებული ბურთი ფოთელთა მცველმა თავით საჯარიმოდან ვერ გამოიტანა, გიორგი დათუნაიშვილმა ბოლომდე ითამაშა და ბურთის ჰაერშივე დაარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე „ტორპედოს" წინ გასვლაც შეეძლო - გრიგალაშვილის პასით ბერიაშვილს მიუვიდა ბურთი, რომელიც ხშირ შემთხვევაში „ტორპედოს" იერიშებს მწვავედ წარმართავდა, ამჯერად მან მოქმედება ოდნავ დააგვიანა და მცველებმა შეძლეს მომენტის უხიფათოდ დასრულება. ტაიმიც 1:1 გაილია.
მეორე ნახევარში თამაშის ტემპი გასულ ტაიმთან შედარებით დაეცა, თუმცა დაძაბულობამ იმატა.
53' - კვანტალიანის დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა "გააქვავა".
58’ - ბოლქვაძემ ფოთელთა მცველს მისივე საჯარიმოში აართვა ბურთი, თუმცაღა დარტყმის ნაცვლად პასის გაკეთება ამჯობინა, აქ კი ფარულავამ იმარჯვა და გრიგალაშვილისკენ გამიზნული ძალზედ სახიფათო გადაცემა ჩაჭრა.
62' - ქებაძის მიერ შორიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით ბურთი ოდნავ სცდება კარს.
73’ - ბოლქვაძის ნაცვლად თამაშში მიკრო-ტრავმით მოთამაშე დოლიძე ჩაერთო, რომელმაც მატჩის 87-ე წუთზე გოლიც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ თამაში ხშირად და ძირითადად ჯარიმების გამო ჩერდებოდა, რაც უარყოფითად მოქმედებდა მის სანახაობრივ მხარეზე, თუმცა ვნებათაღელვა როგორც მოედანზე, ისე ტრიბუნებზეც დიდი დოზით იყო.
მატჩის ძირითად დროს დამატებული 4 წუთიც გუნდებმა ნერვიულობით ჩაამთავრეს, ვადაჭკორიამ სასტვენს საფინალოდ ჩაჰბერა და „ტორპედოს" პირველი ფრე(1:1) დააფიქსირა, რითაც ქუთათურებმა ფოთში გატანილი გოლის წყალობით ლიდერობა დაიბრუნეს.
მომდევნო მატჩს ქუთაისის „ტორპედო" 30 სექტემბერს საკუთარ სტადიონზე გამართავს, ჩვენი მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში მოხვედრილი გორის „დილა" იქნება, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.