3:40 AM
"ტოტენჰემის" ისტორიული გამარჯვება "ოლდ ტრაფორდზე"

1989 წლის შემდეგ "ტოტენჰემმა" პირველად დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე"! რის ხარჯზე იქნა მიღწეული ეს ისტორიული გამარჯვება? ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე უნდა გავამახვილოთ. პირველ რიგში აღსანიშნავია ბოაშის გუნდის ბრწყინვალე თამაში პირველ ტაიმში. ჯერ კიდევ შესვენებამდე სტუმრებმა ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს, მეტოქეს კი მწვავე შეტევების განხორციელების საშუალებას არ აძლევდნენ. მეორე ტაიმში სიტუაცია აბსოლუტურად შეიცვალა, მატჩზე გავლენა იქონია უეინ რუნის გამოსვლამ. "წითელმა ეშმაკუნებმა" უფრო აგრესიულად და აქტიურად დაიწყეს მოქმედებები. ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მალევე მოახერხეს სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, თუმცა ზუსტად ერთ წუთში "დეზებმა" ანგარიში კვლავ ორამდე გაზარდეს, მაგრამ ეს არ ყოფილა ყველაფერი - 53-ე წუთზე შინჯი კაგავამ თამაშს ინტრიგა დაუბრუნა. მართლაც სასწაული პატარა მონაკვეთი გამოდგა, სადაც ზუსტად 3 წუთში 3 გოლი გავიდა! ამის შემდეგ მასპინძლები განაგრძობდნენ შეტევას, "ტოტენჰემი" კი მედგრად იცავდა თავს. საბოლოოდ, "ემიუმ" ვერაფერი მოუხერხა ანდრე ვილაშ ბოაშის გუნდს.

"ემიუ" 2:3 "ტოტენჰემი"
გოლები: ნანი 51, კაგავა 53 - ვერტონგენი 2, ბეილი 32, დემპსი 52

"ემიუ": ლინდეგაარდი, რაფაელი, ევრა, ფერდინანდი (ჩიჩარიტო 90+2), ევანსი, გიგსი (რუნი 46), კერიკი, ნანი, სქოულზი, კაგავა (უელბეკი 79), ვან პერსი.

"ტოტენჰემი": ფრიდელი, ვერტონგენი, გალასი, უოკერი, კოლკერი, დემპსი (სიგურდსონი 70), ლენონი, ბეილი, სანდრო, დეფო (დოუსონი 90+2), დემბელე (ჰადლსტოუნი 84).


ნანახია: 290 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ტოტენჰემის ისტორიული გამარჯვება ოლდ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: