22 სექტემბერს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე „ტორპედომ" ბათუმის „დინამოს" უმასპინძლა.
შეხვედრის დაწყებამდე ტრაგიკული ფაქტის გამო სტადიონზე წუთიერი დუმილი გამოცხადდა - ფიფას ასისტენტ ლევან მიქელაძეს ავტოავარიაში მოხვედრით ორი მცირეწლოვანი შვილი დაეღუპა.
თამაშის დასაწყისიდანვე „ტორპედო" მოსაგებად „დაიქოქა" და უკვე 85-ე წამზევე მოახერხა პირველი გოლის გატანა - მარჯვენა მხარეს კუთხური დაინიშნა, რომელიც ლაშა შერგელაშვილმა დოლიძესთან გაითამაშა, რის შემდეგაც ლაშამ მახვილი კუთხიდან ძლიერად და მოჭრილად დაარტყა, ბურთმა ლამაზი ტრაექტორია გაიარა და სტუმართა კარში ჩაეშვა - 1:0.
14’- კუხიანიძის საჯარიმოს რკალიდან სახიფათო დარტყმული მარჯვნიდან ასცდა კარს.
17’- ბათუმელთა სწრაფი კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგიდან ტიმშიჩინის მახვილგონივრული გადაცემით გაგრძელდა, რომელსაც კართან ახლოს მყოფი აბუსელიძე გამოეხმაურა, მისი კარში დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია, გამოგდებულზე მიხეილ ჯორბენაძემ დაამატა და 1:1.
„ტორპედო" ფრეს მხოლოდ 5 წუთით შეეგუა.
23’ - მარჯვენა მხრიდან დოლიძის პასით ნიკა საბანაძემ მეორედ დალაშქრა დინამოელთა კარი - 2:1.
25’ - მეტოქის საჯარიმოში ბერიაშვილმა გიორგი კუხიანიძეს დაუტოვა ბურთი, „კუხიმაც" უმალვე გამოზომილად მარცხენა მაღალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა ბურთი და ზედიზედ მესამე თამაშში გაიტანა - 3:1.
35’ - შერგელაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმით ბურთი შენგელიამ მოიგერია. მალევე კი მეკარემ კვახაძესაც არ გაატანინა. ტაიმიც 3:1 დასრულდა.
შესვენებაზე სტადიონზე დამსწრე საზოგადოებას ქუთაისის „ტორპედოს" ნორჩი ფეხბურთელები წარუდგინეს, რომლებიც გივი ნოდიას სახელობის 2011-2012 წლების იმერეთის ღია ტურნირში, 1999 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის, ჩემპიონები გახდნენ.
მეორე ტაიმიც ჩვენი გუნდის უპირობო უპირატესობით წარიმართა.
კვლავ შესამჩნევი იყო გიორგი ბერიაშვილის თამაში, მას სამჯერ შეეძლო გატანა, თუმცა ყველა მომენტში „ტორპედოს" მე-9 ნომერს მეკარემ არ დაანება.
72’ - საბანაძის პასით მოედანზე 1 წუთის წინ შესულმა გიორგი ფანცულაიამ საჯარიმოში მარცხენა მხარეს მიიღო ბურთი, მეორე შეხებაში ძლიერად დაარტყა და ბურთი ბადეში გაახვია - 4:1.
90+2’ - ლაშა შერგელაშვილმა დუბლი შეასრულა, მან შორი მანძილიდან დაარტყა, გზად ბურთი ერთ-ერთ სტუმართა ფეხბურთელს მოხვდა და რიკოშეტით შენგელიას კარში აღმოჩნდა - 5:1. ეს ბოლო საგოლე ეპიზოდი იყო. ქუთათურებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს 4-ბურთიანი სხვაობით და ჩემპიონატს თბილისის „დინამოსთან" ერთად ლიდერობენ.

წყარო: fctorpedo.ge