9:20 PM
ტონის ხავი მარტინესი არ აშინებს

მას შემდეგ, რაც მიუხენის "ბაიერნმა" ბილბაოს "ატლეტიკისგან" 40 მილიონ ევროდ ხავიერ მარტინესი შეიძინა, გუნდში ტონი კროოსის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა. არადა, კროოსი გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთ იმედად ითვლება და იოჰიმ ლიოვიც მას ხშირად ათამაშებს ბუნდესნაკრების სასტარტო შემადგენლობაში.

ასეთ სიტუაციაში ფეხბურთელები ხშირად მიდიან ხოლმე გუნდიდან და იმ კლუბის ღირსებას იცავენ, სადაც სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდებათ, თუმცა ტონი კროოსი ნამდვილი გერმანელია და მას დანებება არ სჩვევია.

"ხავი მარტინესის მოსვლას მხოლოდ მივესალმები. რაც მეტი ძლიერი ფეხბურთელი იქნება ჩვენთან, მით უკეთესი "ბაიერნისთვის". თუმცა, არავინ იფიქროს, რომ სათადარიგოთა სკამზე გადაჯდომას ვაპირებ. კარგად ვიცი, რა დონის ფეხბურთის თამაში შემიძლია და ახლა ისეთ ფორმაში ვარ, ჩემი ამბიცია მხოლოდ სასტარტო შემადგენლობას უკავშირდება. ხავ მარტინესის მოსვლამდეც საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო "ბაიერნში", ახლა კი უბრალოდ ერთი კარგი მოთამაშე დაგვემატა, მაგრამ მე ჩემსას ვარჯიშებსა და თამაშებში დავამტკიცებ. "ბაიერნის" დატოვება არასოდეს მიფიქრია და ამ სულელურ აზრს არც ახლა გავივლებ თავში", - განაცხადა ტონი კროოსმა.

შეგახსენებთ, თავის დროზე ამ ფეხბურთელის შეძენა "ინტერს" სურდა, მაგრამ "ნერაძურის" პრეზიდენტის, მასიმო მორატის შეთავაზება ბავარიელებმა სერიოზულად საერთოდ არ განიხილეს.
ნანახია: 319 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ტონის ხავი მარტინესი არ აშინებს | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: