ლონდონის "ჩელსის" მცველ ჯონ ტერის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მცველის, ანტონ ფერდინანდის მისამართით რასისტული გამონათქვამების გამო.
როგორც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური საიტი იუწყება, ეს გადაწყვეტილება სადისციპლინო კომიტეტმა 4-დღიანი მოსმენების შემდეგ მიიღო. ამის გარდა, ტერის დაეკისრა ჯარიმა 220 ათასი გირვანქის ოდენობით. ინგლისის ნაკრების ექს-კაპიტანს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება 14 დღის განმავლობაში შეუძლია.
შეხვედრა, რომლის დროსაც ეს კონფლიქტი მოხდა, 2011 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა. მოგვიანებით ვესტმინსტერის სასამართლომ ტერი გაამართლა, რადგან ბრალდების მხარემ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

წყარო: givemefootball.com