0:18 AM
"სტოკმა" "მან სიტისთან" ქულა აიღო

მადრიდში გამგზავრებამდე ინგლისის ჩემპიონმა სეზონში უკვე მეორედ დაკარგა ქულები.

საერთოდ, "სტოკ სიტისთან" გასვლითი მატჩები ყოველთვის ურთულდებათ რობერტო მანჩინის შეგირდებს. მანჩინი თავიდანვე დიდ რისკზე წავიდა, როცა ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად სამი ახალწვეული (მაიკონი, ხავი გარსია, სინკლეირი) დააყენა. რასაკვირველია, იტალიელ სპეციალისტს "რეალთან" მატჩის წინ ამ ფეხბურთელების საქმეში ხილვა უნდოდა. 

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ "ქალაქელთა" საჯარიმოში სრული ქაოსი შეიქმნა. ბოლოს გაურკვევლობაში ბურთი პეტერ კრაუჩმა მიიღო. "მაღალმა" სამი მცველის გაბითურება შეძლო და ჰარტის კარი აიღო. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ფორვარდს ბურთი რამდენჯერმე მოხვდა ხელზე, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ეს ვერ შენიშნა.

"მანჩესტერ სიტიმ" ანგარიში 35-ე წუთზე გაათანაბრა. კარლოს ტევესმა ე.წ. სტანდარტული სიტუაციიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ხავი გარსიამ დაასწრო და შანსი არ დაუტოვა ბეგოვიჩს. 

სტოკი სიტი 1:1 მანჩესტერ სიტი

გოლები: კრაუჩი, 15 - ხავი გარსია, 35.

სტოკი: ბეგოვიჩი, უილკინსონი, შოუკროსი, ჰუტი, უილსონი, უოლტერსი, უილანი, ნზონზი, ადამი(კემერონი, 84), კაიტლი(ეთერინგტონი, 69), კრაუჩი(ოუენი, 90)

მან სიტი: ჰარტი, მაიკონი, კომპანი, ლესკოტი, კლიში ნასრი, იაია ტურე, ხავი გარსია, სინკლეირი(სილვა, 74), ბალოტელი(ჯეკო, 90), ტევესი(ბარი, 63)

გაფრთხილება: გარსია.




ნანახია: 287 | დაამატა: RoM@N | ტეგები: სტოკმა მან სიტისთან ქულა აიღო | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: