"მანჩესტერ სიტი" გასვლით მატჩს ატარებდა "ფულემთან" და მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შეძლო სამი ქულის განაღდება.
დასაწყიში, შეიძლება ითქვას, "ფულემი" მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. მე-9 წუთზე საბალეტამ წესების დარღვევით შეაჩერა რიისე საკუთარ საჯარიმოში და მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა თითი. ბურთთან პეტრიჩი მივიდა და მასპინძლებიც დაწინაურდნენ. ასეთ დასაწყისს რობერტო მანჩინი ნამდვილად არ ელოდა და "ქალაქელებიც" უფრო გააქტიურდნენ, თუმცა ჩინებულად გამოიყურებოდა "ფულემის" დაცვის ხაზი.
მოქმედმა ჩემპიონებმა პირველი ტაიმის მიწურულს მაინც შეძლეს წონასწორობის აღდგენა. დავიდ სილვას დარტყმის შემდეგ შვარცერმა გაჭირვებით მოიგერია ბურთი,დასწრებაზე კი ყველას აგუერომ აჯობა და შეაგდო.
მეორე ტაიმმა გაცილებით მშვიდად ჩაიარა. მართალია, "სიტი" ინიციატივას ფლობდა, თუმცა სახიფათო მომენტები არც ისე ხშირად იქმნებოდა. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა მანჩინიმ შეცვლა გამოიცნო. 86-ე წუთზე ედინ ჯეკო ჩაერთო თამაშში და ერთ წუთში გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა. ჯეკომ ფიზიკურად არაფრი დაუთმო მეტოქე გუნდის მცველებს და საჯარიმო მოედანში მყოფმა ე.წ. "ცხრიანში" მოათავსა ბურთი. მეკარეს შანსი არ ჰქონია!
ფულემი 1:2 მან სიტი
გოლები: პეტრიჩი, 10 (პენ.) - აგუერო, 43, ჯეკო, 87
ფულემი: შვარცერი, რიისე, ჰიუზი, ჰანგელანდი, ბეირდი(კარაგუნისი, 66), რიტერი, სიდველი, დაფი, რუისი, როდალეგა, პეტრიჩი(კაჩანიკლიჩი, 66)
მან სიტი: ჰარტი, კლიში, კომპანი, ნასტანიჩი, საბალეტა, ბარი(ნასრი, 76), ხავი გარსია(ჯეკო, 86), იაია ტურე, სილვა, ტევესი(ბალოტელი, 66), აგუერო.
გაფრთხილება: კომპანი.