ახლა მოდაში შემოვიდა სამუდამო კონტრაქტებს გაფორმება. "ბარსელონა" არგენტინელ ლიდერ ლიონელ მესის უფორმებს ისეთ კონტრაქტს, რომლის თანახმადაც სამხრეთამერიკელი კატალონიაში კარიერის ბოლომდე დარჩება. ანალოგიურ ხელშეკრულებას უმზადებს მადრიდის "რეალი" კრიშტიანო რონალდუს. ახლა "ბაიერნმაც" გადაწყვიტა, რომ "რეალსა" და "ბარსელონას" არ ჩამორჩეს და უახლოეს პერიოდში გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, ბასტიან შვაინშტაიგერთან აპირებს მსგავს მოლაპარაკების წამოწყებას.
თავის დროზე შვაინშტაიგერთან მოლაპარაკების დაწყებას ცდილობდა "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი, მაგრამ "ნერაძურის" ეს ვარიანტი არ გამოუვიდა და "ბაიერნმა" მკაფიოდ განაცხადა, რომ ბასტიანი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც არ იყიდებიან. ახლა კი, როგორც ხედავთ, "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი შვაინშტაიგერთან აპირებს კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა რა პირობებით, ეს ჯერჯერობით უცნობია.
წყარო:Goal.com