8:56 PM შესნი "მონპელიესთან" მატჩს გამოტოვებს | |
![]() როგორც იტყობინებიან,"არსენალის" გოლკიპერი ვოიცეხ შესნი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში "მონპელიეს" წინააღმდეგ კოჭის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ,რომ შესნიმ სულ ახლახან მოირჩინა თეძოს ტრავმა და პრემიერ ლიგის გასულ ტურში "საუთჰემპტონთან" მოგებულ მატჩში (6:1) კოჭი დაიზიანა. სავარაუდოდ,პოლონელი გოლკიპერის ადგილს "არსენალის" კარში იტალიელი ვიტო მანონე დაიკავებს.სულ რამოდენიმე საათის წინ "მეთოფეების" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა,რომ მიუხედავად იმისა,რომ "საუთჰემპტონთან" ვოიცეხმა უხეში შეცდომა დაუშვა,პოლონელი მეკარე მაინც "არსენალის" ნომერ პირველ გოლკიპერად რჩება. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |