7:00 PM
შესაძლოა "დილამ" ბრაზილიელი დაიმატოს!

გორის ''დილა'' 24 წლის ბრაზილიელი ახალწვეულით, თავდამსხმელით, ნათან ჟუნიორით გაძლიერდება. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური Facebook-ის გვერდი ავრცელებს. 

Geosports.ge შეეცადა აღნიშნული ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურთან გადაემოწმებინა, მათ დაგვიდასტურეს, რომ შესაძლოა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მართლაც გააგრძელოს ასპარეზობა "დილაში", თუმცა, ამ ეტაპზე, ეს საკითხი გარკვეული არ არის. გორელები იგივე შემადგენლობით აგრძელებენ შემდეგი ტურისთვის მზადებას. ბრაზილიელის "დილაში" ჩარიცხვა-არჩარიცხვის საკითხი 30 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი. მკითხველს, ბუნებრივია, აინტერესებს გორის "დილას" შესაძლო ახალწვეულის შესახებ ინფორმაცია, ჩვენ შევეცადეთ ნათან ჟუნიორზე საინტერესო მასალა მოგვეძიებინა.

ფეხბურთელი ნათან სოარეს დე კარვალიო ჟუნიორი ბოლო პერიოდში, ავსტრიული "კაპფენბერგის" რიგებში ირიცხებოდა. ახალგაზრდული კარიერა მან 2005 წელს "ფლამენგოში" დაიწყო, საიდანაც 2 წლით ფამაგუსტას "ანორთოსისის" შემადგენლობაში ასპარეზობდა. 2008 წელს იგი რიგის "სკონტოში" გადავიდა, საიდანაც ნახევარი სეზონით იქაურ "ოლიმპსში" გაანათხოვრეს. ახალი სეზონის დაწყებისთანავე იგი "სკონტოს" დაუბრუნდა, სადაც თამაში დაცვაში უწევდა, თუმცა 2009 წელს გუნდიდან ივან ლუკიანოვის და ლადო დვალიშვილის წასვლის შემდეგ, მას შანსი მიეცა თავი თავდასხმაში გამოეჩინა. 2010 წლის სეზონში იგი ლატვიის უმაღლესი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და მეორე ბომბარდირი გახდა. 2011 წელს კი მან უკვე საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა და ერთი გოლით გაუსწრო ქართველ მამუკა ღონღაძეს. 2012 წლის იანვარში იგი 40 000 ევროდ ავსტრიულ "კაპფენბერგში" გადაბარგდა. ახლა კი შესაძლოა გორის "დილას" შემადგენლობაში ჩაირიცხოს.

წყარო: Geosports.ge

ნანახია: 298 | დაამატა: RoM@N | ტეგები: შესაძლოა დილამ ბრაზილიელი დაიმატოს! | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: