8:45 AM
საფეხბურთო შოუ "ბერნაბეუზე"

სანახაობით და ხარისხით წარმოუდგენელ დაპირისპირებაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჟოზე მოურინიოს გუნდმა ინგლისის ჩემპიონი დაამარცხა.

პირველ ტაიმში უპირატესობას "რეალი" ფლობდა. მასპინძლები ბურთის ფლობით, შეტევებით, კარში დარტყმებით ბევრად აღემატებოდნენ მანჩესტერელებს, თუმცა პირველ ნახევარში მათ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მატჩის მეორე 45 წუთი გაცილებით საინტერესო, სანახაობრივი, დაძაბული, შედეგიანი და ემოციური გამოდგა. "სიტი" ორჯერ გავიდა წინ, მაგრამ "რეალმა" ორივე შემთხვევაში ძალიან მალევე მოახერხა სხვაობის აღმოფხვრა. შეხვედრის მიწურულს კი კრიშტიანუ რონალდუმ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. 

"რეალი" 3:2 "მან. სიტი"
გოლები: მარსელო 76, ბენზემა 87, რონალდუ 90 - ჯეკეო 68, კოლაროვი 85.

"რეალი": კასილასი, ვარანი, პეპე, მარსელო, არბელოა, ხედირა (მოდრიჩი 73), ალონსო, ესიენი (ოზილი 65), დი მარია, რონალდუ, იგუაინი (ბენზემა 74).

"სიტი": ჰარტი, მაიკონი (საბალეტა 74), კომპანი, კლიში, ნასტასიჩი, ნასრი (კოლაროვი 36), ხავი გარსია, ბარი, სილვა (ჯეკო 63), იაია ტურე, ტევესი.

გაფრთხილება: კომპანი, ხავი გარსია, ჯეკო.
ნანახია: 304 | დაამატა: RoM@N | ტეგები: საფეხბურთო შოუ ბერნაბეუზე | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: