საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტური ტური 26 სექტემბერს გაიმართება. ოთხშაბათ დღეს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში თითო-თითო, მეტად დაძაბული მატჩი გველის. ყურადღებას, პირველ რიგში, გორში "დილასა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის დაპირისპირება იწვევს. არანაკლებ საინტერესო იქნება საჩხერეში, ადგილობრივ კლუბსა და თბილისის "დინამოს" შორის გასამართი მატჩი.
გორი, ცენტრალური სტადიონი, 16:00
"დილა" – "მეტალურგი"
გორელებმა განახლებულ სტადიონზე ერთი შეხვედრა უკვე ჩაატარეს და თბილისის "დინამოს" დამაჯერბლად მოუგეს (2-0). შემდეგ გასვლაზე შარშანდელი ჩემპიონი დატოვეს უქულოდ (0-1) და რა გასაკვირია, რომ ხვალაც გამარჯვებას შეეცდებიან. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, "დილასთვის" ამ თამაშში გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანია და საკუთარი გულშემატკივრების ქომაგობის ფონზე, უკან არ დაიხევენ. "მეტალურგმა", დილას" მსგავსად, ჩემპიონატის ბოლო ორი შეხვედრა კი მოიგო, თუმცა იმის დავიწყებაც არ შეიძლება, რომ მთავარ კონკურენტებთან "დინამოსთან" და "ტორპედოსთან" შეხვედრებში ქულაც არ აუღია. რუსთაველებს თუ უნდათ ლიდერებს დაეწიონ, ამ შეხვედრაში აუცილებლად უნდა იმარჯვონ.
ქობულეთი, ცენტრალური სტადიონი, 16:00
ბათუმის "დინამო" – "მერანი"
ბათუმელებს საკუთარ სტადიონზე ორი ტურის წინ, "მეტალურგთან" უნდა ეთამაშათ, მაგრამ მაშინაც ვერ მოხერხდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება და ის შეხვედრა ფოთში შედგა. აი, ხვალ კი დანამვდილებით შეიძლება ითქვას, რომ "დინამო" საშინაო არენაზე პირველ მატჩს გამართავს წლევანდელ ჩემპიონატში. გია გურულის შეგირებს ჯერჯერობით ერთი შეხვედრაც არ მოუგიათ და მხოლოდ ორი ქულით ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან. ბათუმელებს ახალწვეული ლაშა თოთაძე გააძლიერებს. მათი მეტოქე მარტვილის "მერანი" იქნება. ის "მერანი", რომელიც სახლში ყველა შეხვედრას იგებს გასვლაზე კი - აგებს. მარტვილელებს სტუმრად თამაში ძალიან უჭირთ და ჩემპიონატში გამარჯვების გარეშე მყოფ ბათუმელებთანაც არ ექნებათ იოლი გასერინება.
მცხეთა, "მცხეთა პარკი", 16:00
"ვიტ ჯორჯია" – "ზესტაფონი"
"ვიტელებმა" წინა ტურში ისე ცუდად იასპარეზეს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში რამე თუ არ შეცვალეს, აშკარად გაუჭირდებათ შედეგზე ფიქრი. მითუმეტეს, რომ მათი მეტოქე "ზესტაფონი" იქნება. საინტერესოა ამ გუნდების შემდეგი სტატისტიკა: "ვიტ ჯორჯიას" ისევე, როგორც "ზესტაფონს" ჩემპიონატში ჩატარებული 6 ტურის შემდეგ დაუგროვდათ ოთხი ისეთი შეხვედრა, რომელშიც გოლის გატანა ვერ შეძლეს.
საჩხერე, ცენტრალური სტადიონი, 16:00
"ჩიხურა" – თბილისის "დინამო"
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, საჩხერეში კიდევ ერთი დაძაბული და საინტერესო მატჩი შედგება. უმაღლესში გადმოსული "ჩიხურა" კარგ შედეგს აჩვენებს და ხვალაც ეცდება კიდევ ერთხელ გააკვირვოს საფეხბურთო საზოგადოება. საინტერესოა, რომ ექვსი თამაშიდან საჩხერლებმა ხუთი სტუმრად ითამაშეს. შინ მხოლოდ "სიონთან" მოუწიათ ორთაბრძოლა, რომელთანაც ანგარიშით 2-1 იმარჯვეს. "დინამოს" რაც შეეხება, გუნდი ცხრილის სათავეშია და მდგომარეობის განმტკიცებას ეცდება. უჰრინის თავკაცობით დედალაქელები ისე ბურთაობენ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გულშემატკივრები მხოლოდ გამარჯვებას დასჯერდებიან. ამ თამაშს ინტრიგას ისიც მატებს, რომ სეზონის დასაწყისში დავით ოდიკაძე "დინამოდან" სწორედ "ჩიხურაში" გადავიდა და ჩინებულ ფორმაშიც იმყოფება, მან ექვს თამაშში სამი ბურთი გატანა მოახერხა.
ფოთი, ცენტრალური სტადიონი, 16:00
"კოლხეთი" – "ტორპედო"
"კოლხეთი", ბათუმის "დინამოსთან" ერთად ის გუნდია, რომელსაც წლევანდელ ჩემპიონატში გამარჯვება ჯერ არ უზეიმია. ფოთელებს წარმატების მიღწევა სავარაუდოდ ხვალაც გაუჭირდებათ, რადგან მათი მეტოქე ქუთაისის "ტორპედოა". გუნდი, რომელიც საოცარ ფორმაშია და მეტოქეს მეტოქეზე ამარცხებს. ბოლო სამ შეხვედრაში გატანილი 13 ბურთი და მიღებული მხოლოდ 1 ყველაფერზე მეტყველებს. აღსანიშნავია, ისიც, რომ "ტორპედოს" წლევანდელ ჩემპიონატში ჯერჯერობით ყველა შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი. გეგუჩაძის შეგირდები კარგად შეთამაშდნენ და ხვალ ქულების დაკარგვას ადვილად არ შეურიგდებიან.
ბოლნისი, ცენტრალური სტადიონი
"სიონი" – "ზუგდიდი"
ბოლნისელები უკვე ორი ტურია აგებენ და ამის შეწყვეტას ხვალ ეცდებიან. "სიონი" შინ "ზუგდიდს" უმასპინძლებს და ყველანაირად ეცდება სამი ქულის მოპოვებას, თუნდაც იმიტომ, რომ შემდეგ ტურში სტუმრად თბილსის "დინამოსთან" უფრო თავდაჯერებულად ითამაშონ. "ზუგდიდელები" კი თვის მხრივ კარგ ხასითზე ხვდებიან ამ თამაშს. წინა ტურში 0-2-დან საოცრად შემობრუნებულ თამაშს რომ ყურადღება არ მივაქციოთ, უკვე ხუთი ტურია მარცხი არ უნახავთ. ასე რომ, ხვალ ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტურის საინტერესო და დაძაბული მატჩები გველის.
ბომბარდირები: 4 – ჯაბა დვალი, ჩისკო (ორივე "დინამო" თბილისი), რევაზ ჯიქია ("სიონი") 3 – ალვარო ("დინამო" თბილისი), დავით ოდიკაძე ("ჩიხურა"), დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი"), გიორგი კუხიანიძე, ნიკა საბანაძე (ორივე "ტორპედო")

წყარო: გიორგი ბაბუნაშვილი, Geosports.ge