5:39 PM
რუნი "ლივერპულთან" არ იქნება



უეინ რუნსი დაბრუნება გადაიდო. როგორც ცნობილი გახდა, ფეხბურთელი "ლივერპულის" წინააღდეგაც ვერ შეძლებს მინდორზე გასვლას. ამის შესახებ კომენტარი "ემიუს" მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, გააკეთა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, თითქოს "წითელი ეშმაკების" ფორვარდი კვირას "ენფილდზე" გავიდოდა.

"ყველა, ვინც ოთხშაბათს ივარჯიშა, კვირას მოედანზე გასასვლელად მზად იქნება. ვიცი, ინფორმაცია იყო, თითქოს და რუნი გამოჯანმრთელდა, თუმცა ეს არ არის სიმართლე", - განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

"რუნი ბევრს შრომობს, რათა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მინდორს. შესაძლოა მან შემდეგ კვირას ითამაშოს".

"ეშლი იანგს მუხლის ტრავმა აქვს -იგი 2-3 კვირის შემდეგ იქნება მზად. ფლეტჩერი "ლივერპულის" წინააღმდეგ არ ითამაშებს, თუმცა "ნიუკასლთან" იქნება".
 

წყარო: Sky Sports

ნანახია: 301 | დაამატა: RoM@N | ტეგები: რუნი ლივერპულთან არ იქნება | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: