ბოლო პერიოდში ინტენსიურად საუბრობდნენ "ბარსელონადან" სესკ ფაბრეგასის წასვლასთან დაკავშირებით. აბა რა შეხსენებაა საჭირო, რომ ფაბრეგასი "ბარსელონამ" მრავალწლიანი ვაჭრობის შემდეგ შეიძინა "არსენალისგან".
წინა მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას თავკაცობით ფაბრეგასს კატალონიურ გრანდში უკამყოფილების საბაბი არ ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც "ბარსა" გვარდიოლას თანაშემწე ტიტო ვილანოვამ ჩაიბარა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ფაბრეგასის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ხმებიც ამის გამო აგორდა. თუმცა გუნდის პრეზიდენტის, სანდრო როსელის განცხადებით, ფაბრეგასის წასვლა კატეგორილად გამორიცხულია: "ნამდვილად ვერ ვიტყვით, საიდან აგორდა ეს ხმები. ერთი რამის თქმა შემიძლია, ფაბრეგასი ჩვენი ფეხბურთელია და სულ მცირე, კონტრაქტის ამოწურვამდე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება. მე ვესაუბრე მას და მახარებს ფეხბურთელის პოზიციაც. ის "ბარსელონას" ნაწილად მიიჩნევს თავს და ყოველნაირ ტრანსფერს გამორიცხავს".

წყარო: www.BBC.Co.uk