9:47 AM რიბერიმ შესაძლოა "ვალენსიასთან" თამაში გამოტოვოს | |
![]() მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფრენკ რიბერიმ, შეიძლება "ვალენისასთან მატჩი გამოტოვოს ბარძაყის ტრავმის გამო.
"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესმა, განაცხადა, რომ რიბერის თამაში "ჩემპიონთა ლიგაზე" "ღამურების" წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ფრანგმა გარემარბმა ბარძაყის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო. ეს მიკროტრავმა არ იყო ნებადართული მედიკოსებისგან. შესაბამისად, რიბერიმ, გუშინ გამართული მატჩი გამოტოვა, რომელიც "ბაიერნმა" "მაინცის" წინააღმდეგ ჩაატარა. "რიბერის აქვს კუნთის პრობლემა. ვნახოთ, როგორ წარიმართება მისი აღდგენითი ვარჯიშები." - თქვა ჰაინკესმა. შეგახსნებთ, რომ 19 სექტემბერს, ოთხშაბათს, "ბაიერნი" "ვალენისიას" მიიღებს "ალიანს არენაზე". ინფორმაციის წყარო: Agence France Presse , Lequipe | |
|
სულ კომენტარები: 0 | |