8:02 AM
"რეალმა" "რაიო ვალეკანო" დაამარცხა

როგორც მოგეხსენებათ, ეს მატჩი კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო შეხვედრა ორშაბათისთვის გადაიტანეს.

მიუხედავად ორ ბურთიანი სხვაობით გამარჯვებისა, თამაში იდეალური არ ყოფილა სტუმრებისთვის. თითქოს, ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელებს მოტივაცია აკლდათ, გარკვეულ ეპიზოდებში მოიკოჭლებდნენ და მეტოქეს სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას აძლევდნენ. მეორე მხრივ, ზოგიერთებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ გუნდმა უბრალოდ დაზოგა ძალები.

მაყურებელს პირველ გოლამდე დიდი ლოდინი არ დასჭირდა - მე-13 წუთზე მარსელომ, დი მარიამ და ბენზემამ კარგად გაითამაშეს ერთმანეთში ბურთი, ამ უკანასკნელმა კი შეტევა გოლით დააგვირგვინა.

"სამეფო კლუბმა" უპირატესობა ორამდე მეორე ტაიმში გაზარდა - ხორდი ამატმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, პენალტის რეალიზება რონალდუმ მოახერხა. იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაუთვალა ბენზემას. გადაწყვეტილება არასამართლიანად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვინაიდან იმ შეტევაში ბურთი ფრანგ ფორვარდს "რაიო ვალეკანოს" მოთამაშის ფეხიდან მიუვიდა.

"რაიო ვალეკანო" 0:2 "რეალი"
გოლები: ბენზემა 13, რონალდუ 70 (პენალტი)

"რაიო": მარტინესი, ლაბაკა, კასადო, ამატი, ტიტო (ტრაშორასი 77), ფუეგო, კარლოსი (ნილსენი 83), დომინგესი (პიტი 68), ბანგურა, დელიბაშიჩი, ბაპტისტანი.

"რეალი": კასილასი, რამოსი, არბელოა, პეპე, მარსელო, ალონსო, მოდრიჩი (ოზილი 64), დი მარია (ხედირა 78), ესეიენი, რონალდუ, ებნზემა (იგუაინი 71).

გაფრთხილება: ამატი, დომინგესი, კასადო - არბელოა, ალონსო, ესეიენი.
გაძევება: კასადო 90+2 (მეორე ყვითელი ბარათი).


ნანახია: 261 | დაამატა: RoM@N | ტეგები: რეალმა რაიო ვალეკანო დაამარცხა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: