10:14 AM
პორტუგალიამ აზერბაიჯანს მოუგო

პორტუგალიას აზერბაიჯანთან მაინცდამაინც იოლი გასეირნება არ გამოუვიდა. მიუხედავად ბევრი სახიფათო მომენტისა, ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში გაიხსნა. მანამდე სტუმრებს ხან მეკარე, ხან ძელი იხსნიდა. რიგ მომენტებში მასპინძლებსაც აკლდებოდათ სიზუსტე.

აგაევის კარი პირველად შეცვლაზე შემოსულმა ვარელამ დალაშქრა. პორტრუგალია განაგრძობდა მომენტების განიავებას, თუმცა შეხვედრის მიწურულს ბრუნო ალვეშმა და ელდერ პოშტიგამ მაინც მოახერხეს დიდი ანგარიშის დაფიქსირება.

პორტუგალია 3:0 აზერბაიჯანი
გოლები: ვარელა 64, პოშტიგა 85, ბრუნო ალვეში 88

პორტუგალია: პატრისიუ, ჟოაო პერეირა, ბრუნო ალვეში, პეპე, კოენტრაო, ველოზო (ვარელა 63), მოუტინიო, მეირელეში, ნანი (ამორიმი 76), პოშტიგა (ედერი 87), რონალდუ.

აზერბაიჯანი: აგაევი, გეკდემირი (ცერტოგანოვი 89), შუკუროვი, ალახვერდიევი, ეზკარა (სუბაშიჩი 72), სადიგოვი, აბიშოვი, გუსეინოვი (ისმაილოვი 59), მადვედევი, ამირგულიევი, ლევინი.

გაფრთხილება: რონალდუ - აგაევი




ნანახია: 314 | დაამატა: RoM@N | ტეგები: პორტუგალიამ აზერბაიჯანს მოუგო | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: