ხორვატიის ნაკრების ფორვარდი ივიცა ოლიჩი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი შეუპოვრობით. ერთი შეხედვით ძალიან ძნელია თქვა, თუ რა არის ამ შემტევის ძლიერი მხარე, თითქოს გამორჩეული კოზირი მას არ აქვს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, თამაშის რა კომპონენტში მოიკოჭლებს ივიცა ოლიჩი. მას პრაქტიკულად ყველა პოზიციიდან შეუძლია გოლის გატანა ეს კი მის პლიუსზე მეტყველებს.
ხანგრძლივმა ტრავმამ მიუხენის "ბაიერნში" მისი პოზიციები შეარყია და ამიტომაც ბალკნელს "რეკორდმაისტერის" რიგების დატოვება მოუხდა და კარიერას შედარებით მოკრძალებულ, თუმცა თავის მხრივ ამბიციურ "ვოლფსბურგში" აგრძელებს. ხორვატს სჯერა, რომ "ვოლფსბურგთან" ერთად წარმატებები ელით.
"მერწმუნეთ, აქ არ გადმოვიდოდი, რომ არა ჩემი რწმენა იმისა, რომ "ვოლფსბურგთან" საკმაოდ დიდი წარმატებები მელის. მართალია, ჩვენი რესურსით ძალიან ძნელი იქნება ბუნდესლიგის მოგება, მაგრამ წარმოუდგენელი არაფერია. თანაც "ვოლფსბურგმა" ეს ერთხელ უკვე დაამტკიცა და გუნდის მთავარი მწვრთნელი მაშნაც ფელიქს მაგათი იყო. ამ სპეციალისტთან ერთად კი ყველაფერია შესაძლებელი".
შეგახსენებთ, "ვოლფსბურგ" ივიცა ოლიჩის მესამე გერმანული გუნდია. მანამდე იგი "ჰამბურგისა" და მიუხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავდა. მოსკოვის ცსკა-ში თამაშისას კი რუსული პრემიერლიგის საუკეთესო ფორვარდად იყო მიჩნეული.
ახლაც მისი გადაბირება არაერთ სხვა გუნდსაც სურდა. აქტიურობდნენ როგორც ინგლისური პრემიერლიგის წარმომადგენლები, ასევე მდიდარი აზიური კლუბები, მაგრამ რატომ შეაჩერა "ვოლფსბურგზე" თავისი არჩევანი ივიცა ოლიჩმა, ამის შესახებ უკვე გიამბეთ.

წყარო: guardian.co.uk