მართალია, ტურინის "იუვენტუსი" ახლა საკმაოდ შთამბეჭდავად თამაშობს და თავდასხმის ხაზშიც არ უჭირს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, "ბებერი ქალბატონი" უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ მაღალი დონის შემტევს დაიმატებს.
კლუბის ძირითადი ფორვარდები ვუჩინიჩი და მატრი არიან. ორივე მათგანი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მესამე ფორვარდის მხრივ კონტეს გუნდს პრობლემები აქვს. კარგად შეუძლიათ შეტევაში თამაში ვიდალსა და პეპეს, მაგრამ ისინი ამპლუით უფრო ნახევარმცველები არიან, ამიტომაც ტურინელებს კიდევ ერთი სუფთა ფორვარდის შეძენა სურთ. საუბარი იყო ესპანეთის ნაკრებისა და "სევილიას" შემტევ ალვარო ნეგრედოზე, რომელიც ახლახან "ფურია როხას" შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
თავდაპირველად, ტრანსფერი სავსებით რეალური ჩანდა, მით უმეტეს, გავრცელებული ინფორმაციით, ნეგრედოს აგენტი ორჯერ იყო იტალიაში ჩასული გარკვეული დეტალების შესათანხმებლად, მაგრამ ბოლოს როგორც გაცხადდა, ნეგრედო "იუვენტუსში" აღარ გადავა და მიმდინარე სეზონს ანდალუზიაში დაასრულებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა არის ამ ტრანსფერის ჩაშლის მიზეზი. შესაძლოა, კლუბებმა სატრანსფერო თანხაზე ვერ მოილაპარაკეს ანაც ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი ვერ შეათანხმეს, ყოველ შემთხვევაში, ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება - ალვარო ნეგრედო "სევილიაში" რჩება, "იუვენტუსი" კი კვლავ აგრძელებს სასურველი ფორვარდის ძიებას.

წყარო: www.guardian.co.uk