10:07 AM მსოფლიოს ჩემპიონთან გმირულად დავმარცხდით! | |
![]() ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი "დინამო არენაზე". საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ესპანეთის ნაკრებმა ჩვენს ბიჭებს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა. 86-ე წუთზე თავი რობერტო სოლდადომ გამოიჩინა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველები თავდადებულად იბრძოდნენ მოედნის თითოეული გოჯისათვის. შესანიშნავად გამოიყურებოდა ჩვენი დაცვის ხაზი (ერთი-ორი შეცდომა დავუშვით, რაც უძლიერესმა მეტოქემ, რა თქმა უნდა, არ გვაპტაია). ქეცბაიას შეგირდებს ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ, როცა ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს ბურთი ძელს ამისულაშვილმა გაარტყა. ასე რომ, საქართველოს ნაკრებმა დღეს ყველას დაუმტკიცა, რომ ბრძოლა და თავდადება ყოველთვის ფასდება. მართალია, დავმარცხდით, თუმცა რა გუნდმა მოგვიგო, ყველას მოგეხსენებათ. 0:1, ხალხი კმაყოფილია. პუბლიკა ტაშიტ აცილებს ჩვენს ბიჭებს! წინ, მომავალი გამარჯვებებისკენ! საქართველო 0:1 ესპანეთი გოლი: სოლდადო, 86. საქართველო: ლორია (73, კვასხვაძე), ოქრიაშვილი, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა (კ), დაუშვილი, თარგამაძე (64, ძალამიძე), კვირკველია, მჭედლიძე (79, სირბილაძე) ესპანეთი: კასილასი, პიკე, ინიესტა, რამოსი, ჩაბი ალონსო, ბუსკეტსი (57, პედრო), არბელოა (80, ფაბრეგასი), ალბა, სოლდადო, სილვა (64, კასორლა), ჩავი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |