3:56 PM
მოურინიო: უთანხმოება ზიდანთან

ზინედინ ზიდანს, რომელიც "რეალში" ფეხბურთის დირექტორის პოსტს იკავებს, ესპანური პრესის ცნობით, გუნდის მთავარ მწვრთნელთან აქვს უთანხმოება.

Marca-ს მტკიცებით, ზიდანი პირველი გუნდისგან გამოყოფას აპირებს. კონცენტრირებული იქნება ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობაზე, ან სამწვრთნელო კარიერას საფრანგეთში დაიწყებს.

თავისმხრივ, მოურინიო ზინედინს "რეალისგან" გამოყოფაში ადანაშაულებს.

"ზიდანი ამბობს, რომ მას არანაირ დავალებას არ აძლევენ, არა და თვითონ მისგან არ მოდის ინიციატივა." - განაცხადა ჟოზემ.

ამბობენ, რომ მოურინიო ისეთ კაცს ეძებს, რომელიც ასეთი საქმეებით დაკავდება, როგორც ლუიშ ფიგუ "ინტერში", პორტუგალიელი კლუბთან ერთად მოგზაურობს და საჭირო მომენტში ფეხბურთელებს გვერდში უდგას.

ზიდანმა შესაძლოა მალე დატოვოს "ბლანკოსი". ფრანგი 2012/2013 წლის გუნდის ოფიციალურ ფოტოშიც კი არ მოხვდა.
 

წყარო: Marca

ნანახია: 268 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მოურინიო: უთანხმოება ზიდანთან | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: