მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, "მანჩესტერ სიტისთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ძალიან მნიშნელოვანი გამარჯვება იყო. ჩემი გუნდი აღსდგა. შეიძლება "რეალი" დამარცხდეს, მოურინიომაც შეიძლება წააგოს. შეიძლებოდა, დღეს წაგვეგო, მაგრამ ჩემი გუნდით მაინც ვიამაყებდი, თუმცა არ გვაქვს უფლება ისე წავაგოთ, როგორც "სევილიასთან" და "ხეტაფესთან". ძალიან მიხარია, რომ ჩემი გუნდი კვლავ გაცოცხლდა. დავამტკიცეთ, რომ თუკი გვინდა, ვიყოთ ნამდვილი პროფესიონალები და პატივი ვცეთ კლუბის უდიდეს ისტორიას, ყველაფერი გამოგვივა. ეს არა მხოლოდ "მან სიტის" წინააღმდეგ თამაშისას, არამედ ყოველთვის", -განაცხადა სეუ ჟოზემ.
"სხვა, უფრო მოკრძალებული გუნდის მწვრთნელი რომ ვიყო, თავს უფლებას მივცემდი, ხშირადაც წამეგო, მაგრამ ამის გაკეთბის უფლება "რეალში" არ მაქვს. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება სერიოზულ ოპონენტთან. ვფიქრობ, სამი ქულა დავიმსახურეთ და მეტიც, შეგვეძლო ეს გაცილებით ადრეც გაგვენაღდებინა. "მანჩესტერ სიტის" სულაც არ თანავუგრძნობ. ეს ფეხბურთია და წარმატება ჩვენ დავიმსახურეთ. ჩვენი გამარჯვება რომ დაუმსახურებელი ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ოპონენტს ვუთანაგრძნობდი, მაგრამ მათზე უკეთ გამოვიყურებოდით".

წყარო: UEFA.com