8:15 AM
მონტოლივო დაბრუნებასთან ახლოსაა

სავსებით შესაძლებელია,რომ "მილანის" ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო "უდინეზეს" წინააღმდეგ გასამართ მატჩში მოედანზე ვიხილოთ,რომელიც კვირას,23 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ,რომ იტალიის სერია ა-ს პირველ ტურში "ბოლონიას" წინააღმდეგ მონტოლივომ მუხლის ტრავმა მიიღო.დღეს ნახევარმცველმა პირველ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა,ასე რომ "როსონერის" მთავარ მწვრთნელს მისი იმედი "უდინეზესთან" მატჩში შეიძლება ჰქონდეს.

გარდა ამისა,"როსონერის" სხვა ტრავმირებული ფეხბურთელები ალეშანდრო პატო და რობინიო,რომლებიც აღდგენით პროცესებს გადიან,ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს განაგრძობენ.
 

წყარო: Football Italia

ნანახია: 349 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მონტოლივო დაბრუნებასთან ახლოსაა | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: