რუსთავში ფეხბურთში სქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის VI ტურის შეხვედრა რუსთავის "მეტალურგსა" და ფოთის "კოლხეთს" შორის დასრულდა. მაყურებელმა "ფოლადის" სტადიონზე ორი განსხავევბული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში ანგარიში ფოთელებმა გახსნეს, 21-წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, გოლი ცხვიტარიას ანგარიშზეა. შეხვედრის პირველი ტაიმისგან განსხვავებით, როდესაც ფეხბურთელებმა კარის მიმართულებით მხოლოდ 3 ჯერ დაარტყეს, მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო გამოდგა.
"მეტალურგმა" შეძლო უპირატესობას დაუფლებოდა, რაც რამოდენიმე სახიფათო მომენტში და შედეგშიც აისახა - ჯერ 62-ე წუთზე ჯაფარიძის პასით, სიხარულიძემ გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 7 წუთში, მიქაბერიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2-1.
"მეტალურგმა" ამ სეზონში მეორე საშინაო გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის შემდეგ:
დავით მახარაძე: "ვულოცავ "მეტალურგს" გამარჯვებას, დღეს რთულ სიტუაციაშია ჩვენი გუნდი, ამიტომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ მოედანზე. გავიტანეთ გოლი, ვიგებდით, შეგვეძლო ისე წარგვემართა მატჩი, რომ ფრე გვეთამაშა. პირველი გოლი რიკოშეტით გავიდა ჩვენს კარში, შემდეგ ავირიეთ. მეორე ნახევარში ფიზიკური კონდიციები არ გვყოფნის, ასე იყო წინა თამაშებშიც, სამწუხაროდ. ვეცდებით, გამოვასწოროთ შემდეგ ტურებში მდგომარეობა".
კობა ჟორჟიკაშვილი: "ფოთის "კოლხეთი" უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. ამის შესახებ ფეხბურთელებს ვაფრთხილებდით, პირველი გოლი სწორედ მათ გაგვიტანეს და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. საბედნიეროდ, შევძელით თამაშის შემოტრიალება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მხრიდან ხშირია მომენტების გამოუყენებლობა. დღეს ცვლილებამ გაამართლა, ორი თავდამსხმელით ვითამაშეთ. ფოთის "კოლხეთი" ერთ-ერთი უძველესი გუნდია, მომავალ წელს 100 წლის ხდება, წარმატებები მინდა ვუსურვო ამ გუნდს".
საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატი. VI ტური
ქ. რუსთავი, ფოლადი
მეტალურგი 1:1 კოლხეთი
გოლები: 21, ცხვიტარია (0-1), 62, ტატანაშვილი (1-1), 69, მიქაბერიძე (2:1)
მეტალურგი (რუსთავი): ბათიაშვილი, მახვილაძე (კ), ჯაფარიძე, რაზმაძე, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი, მაისურაძე, მიქაბერიძე (78, ქავთარაძე), დობროვოლსკი (56, სიხარულიძე), თექთურმანიძე (64, გეწაძე), ტატანაშვილი
სათადარიგოები: ბედიაშვილი, ქავთარაძე, სიხარულიძე, გეწაძე, განუგრავა, ჯანელიძე, ინწკირველი
მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
კოლხეთი (ფოთი): მიქაბერიძე, ჩხეტიანი, ცხვიტარია, ფარულავა, გაბუნია, გოგონაია , ქებაძე (კ), ცხადაია (86, ღუჭაშვილი), დათუნაიშვილი, პავლიაშვილი (64, კვანტალიანი), აფხაზავა (56, კობერიძე)
სათადარიგოები: ხარშილაძე, კილასონია, კობერიძე, კრასოვსკი, კვანტალიანი, ხომასურიძე
მთ. მწვრთნელი: დავით მახარაძე
გაფრთხილება: ჩხეტიანი, ცხადაია, გავაშელიშვილი, მიქაბერიძე
მთავარი არბიტრი: ბაკურ ნინუა
გიორგი მორჩაძის ფოტო

წყარო: Geosports.ge