7:31 PM
მესი: "სპარტაკი ჩინებულად თამაშობს კონტრშეტევებზე"

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ლიდერმა გუშინდელ მატჩს კომენატარი გაუკეთა და რუსებს თამაში მოუწონა.

"საკუთარ თავს მიზნად არ ვუსახავ პირადი რეკორდების გაუმჯობესებას. უბრალოდ ამ ტურნირის მოგება გვინდა და ეს უნდა გავაკეთოთ" -განაცხადა მესიმ.

"სპარტაკი ძალიან სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც ჩინებულად თამაშობს კონტრშეტევებზე. რთული თამაში იყო. ისინი საკუთარი კარის წინ იდგნენ, ამიტომ მანევრირებისთვის ადგილი არ გვქონია. ყველაფრის მიუხედავად, შედეგით კმაყოფილი ვარ. მეტოქის კართან მიახლოვებას ვცდილობდით და საბოლოოდ ამან შედეგიც გამოიღო", -დაასრულა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე მარცხდებოდა მოსკოვის "სპარტაკთან" (1:2), თუმცა თამაშის მობრუნება შეძლო და გაიმარჯვა კიდეც (3:2).
 

წყარო: Canal +

ნანახია: 308 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მესი: სპარტაკი ჩინებულად თამაშობს კ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: