9:11 AM
მაცონე: ”მომავალ სეზონში გვარდიოლამ შეიძლება ”მილანი” ან ”ინტერი” ჩაიბაროს”

”რომას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო მაცონემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ სად შეიძლება დაინიშნოს მომავალ სეზონში პეპ გვარდიოლა.

 

მომავალ სეზონში პეპმა შეიძლება ერთ-ერთი მილანური კლუბი ჩაიბაროს. კონკრეტულად რომელი - ”მილანი” თუ ”ინტერი” მე არ ვიცი. პეპმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე ჩემთან სტუმრად ჩამოვა. მე შევეკითხე, ტურისტის რანგში თუ იტალიური გუნდის მწვრთნელის ამპლუაში? მან მიპასუხა: ერთიც და მეორეც” - მაცონეს სიტყვებს ”Il Subsidiario” ციტირებს.

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად პეპ გვარდიოლა 1 წლიან შვებულებაში იმყოფება, ის ნიუ-იორკში ისვენებს. თავის დროზე ის ”ბრეშიაში” კარლო მაცონეს შეგირდი იყო.


წყარო: sports.ru

ნანახია: 307 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მაცონე: ”მომავალ სეზონში გვარდიოლამ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: