7:19 PM
მატჩის წინ. "ჩელსი" - "იუვენტუსი"

ოთხშაბათი, ლონდონი, "სტემფორდ ბრიჯი", 22:45 საათი, მსაჯი პედრუ პროენსა (პორტუგალია).
პირდაპირი ტრანსლაცია: რუსთავი 2 და LIVE.GOAL.GE


გუშინდელმა სათამაშო დღემ მაყურებელს ბრწყინვალე სანახაობა შესთავაზა ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონების შესრულებით. დღეს ფეხბურთის მოყვარულებს არა ნაკლები გრანდიოზული სპექტაკლი ელის - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იტალიის უძლიერეს გუნდს მიიღებს, რომელსაც სერია ა-ში ერთი მარცხიც კი არ განუცდია.

"იუვენტუსი" პაუზის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ბრუნდება. ტურინელთა მეტოქე გასული სეზონისგან განსხვავებით შეიცვალა, გუნდი დატოვა რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელმა და მოვიდა ახალგაზრდა ბირთვი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ჩელსი" დასუსტდა. პრემიერ ლიგაში ლონდონელებმა პირველი ქულები მხოლოდ ამ კვირაში დაკარგეს, მანამდე მათ ანგარიშზე 3 გამარჯვება იყო.

"ბიანკონერისაც" სერია ა-ში წარმატებული სტარტი ჰქონდა. გუნდმა სამი თამაშიდან სამივე მოიგო. სერიოზული დანაკლისი არც ერთ კლუბს არ აქვს. "ჩელსის" ლაზარეთში ახალწვეული მარკო მარინი იმყოფება, ტურინელთაგან მკურნალობენ პადოინი და პეპე. ამრიგად, მწვრთნელებს საკადრო პრობლემები არ აქვთ და თავისუფლად შეუძლიათ დააყენონ სასურველი შემადგენლობა.

ანტონიო კონტეს დისკვალიფიკაცია როგორც სერია ა-ში, ასევე ევროთასებზე მოქმედებს. მის შემცვლელ, მასიმო კარერის, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გამოსდის, თუმცა ასეთი მაღალი კლასის მოწინააღმდეგეს ის ჯერ არ შეხვედრია. რა თქმა უნდა, ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას ვერ ვუწოდებთ გადამწყვეტს, მაგრამ ამ შეხვედრაზე შესაძლოა ბევრი რამ იყოს დამოკიდებული.

სავარაუდო შემადგენლობები

"ჩელსი": ჩეხი - ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ტერი, კოული - მიკელი, ლამპარდი - რამირესი, მატა, აზარი - ტორესი.

"იუვენტუსი": ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, ასამოა - ჯოვინკო, ვუჩინიჩი.

ტრავმირებულები: მარინი - პეპე, პადოინი.
 
ნანახია: 285 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მატჩის წინ. ჩელსი - იუვენტუსი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: