ოთხშაბათი, მიუნჰენი, "ალიანს არენა", 22:45 საათი, მსაჯი ფირატ აიდინუში (თურქეთი)
პირდაპირი ტრანსლაცია: პირველი არხი და LIVE.GOAL.GE
F ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა "ალიანს არენაზე" გაიმართება. გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ადგილოსანს მიიღებს. სტატისტიკის და ისტორიის მოყვარულებს გეტყვით, რომ ეს კლუბები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2001 წელს დაუპირისპირდნენ, მაშინ გამარჯვება გერმანელებმა მოიპოვეს.
ლევანტელებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში - ტრავმების გამო ლაზარეთში იმყოფებიან ევერ ბანეგა, დავიდ ალბელდა და ფერნანდო გაგო. ვაკანტურ პოზიციას ტინო კოსტასთან ერთად დიდი ალბათობით დანი პარეხო დაიკავებს, რომელიც უფრო შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელია, ვიდრე დაცვაზე. ხორდი ალბას წასვლის შემდეგ "ღამურებმა" ალი სისოკო დაიმატეს და მარცხენა მცველის პრობლემა გადაჭრეს. საინტერესოა თუ ვინ ითამაშებს ნახევარდაცვაში ამავე ფლანგზე. მატიე, გუარდადო და ვიეირა ჯერჯერობით ვერ ბრწყინავენ, პიატი და კანალესი კი ტრავმირებულები არიან.
ჰაინკესს ამ მხრივ გაცილებით უკეთესი სიტუაცია აქვს. არის გარკვეული პრობლემების დაცვის მარცხენა ფლანგზე, სადაც ვერ ითამაშებენ ტრავმირებული კონტენტო და ალაბა, თუმცა ამ პოზიციაზე თამაში ბადშტუბერს შეუძლია. კითხვის ნიშნის ქვეშაა ფრენკ რიბერის თამაში, რომელსაც პატარა დაზიანება აღენიშნება. ფრანგის შეცვლა ტონი კროოს და შაქირის შეუძლიათ.
პრესა ასევე აქტიურად წერს ხავი მარტინესის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენაზე. იმ შემთხვევაში თუ ესპანელი ნახევარმცველი შვაინშტაიგერს შეუწყვილდება, მაშინ ლუის გუსტავო სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.
სავარაუდო შემადგენლობები
"ბაიერნი": ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი, მარტინესი, შვაინშტაიგერი, კროოსი, მიულერი, რიბერი, მანჯუკიჩი.
"ვალენსია": დიეგო ალვეში, პერეირა, რამი, რუისი, სისოკო, ტინო კოშტა, პარეხო, ფეგული, ჟონასი, გუარდადო, სოლდადო.
ტრავმირებულები: კონტენტო, ალაბა, რიბერი (კითხვის ნიშნის ქვეშ) - პიატი, ალბელდა, ბანეგა, კანალესი, გაგო.