7:14 PM
კლოზემ საკუთარი გოლი გააუქმა

იშვიათია, რომ ფეხბურთელს ორივე გუნდის ფანატებმა ერთდროული ოვაცია მოუწყონ. სწორედ ამგვარი რამ მოხდა ნეაპოლში ოთხშაბათს გამართულ შეხვედრისას. "ნაპოლისა" და "ლაციოს" შორის მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში 0:0 იყო, როცა სტუმართა გუნდის გერმანელმა ფორვარდა მიროსლავ კლოზემ მეტოქის კარში გოლი გაიტანა. მატჩის არბიტრი კარის აღების ჩასათვლელად მოემზადა, მაგრამ გერმანელი მივიდა, უთხრა, რომ გოლი ხელით გაიტანა და სთხოვა, არ ჩაეთვალა. შედეგად, კლოზეს გუნდმა შეხვედრა 0:3 დათმო. გერმანიის ნაკრების 34 წლის კაპიტნისგან ამგვარი ქცევა პირველი არ გახლავთ. რამდენიმე წლის წინ გერმანიის ჩემპიონატში მის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მაშინაც კლოზე მივიდა არბიტრთან და 11-მეტრიანის გაუქმება სთხოვა, რადგან მისი მხრიდან სიმულაცია იყო.
 
ნანახია: 296 | დაამატა: RoM@N | ტეგები: კლოზემ საკუთარი გოლი გააუქმა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: