10:09 AM
კალაძე: "ესპანეთს იოლი გასეირნება არ ელოდება"



საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ, რომელმაც კარიერა დაასრულა და პოლიტიკაში წავიდა, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩზე ისაუბრა.

"ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ესპანეთის ნაკრები ითამაშებს." - განაცხადა კალაძემ Marca-სთან ინტერვიუში.

"რა თქმა უნდა, ესპანეთი უმაღლესი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. იმ ნაკრების წინააღმდეგ თამაში, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული, პატივსაცემია. ნებისმიერი ქართველი მოთამაშისთვის ეს დიდი მოტივაცია იქნება."

"შეხვედრა ძალიან რთული და საინტერესო იქნება. საქართველო ნებისმიერ კომპონენტში იბრძოლებს, ასე რომ ესპანეთს ადვილი გასეირნება არ ელოდება."

წყარო: Marca

ნანახია: 286 | დაამატა: RoM@N | ტეგები: კალაძე: ესპანეთს იოლი გასეირნება არ | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: