10:08 AM
„ჯვაროსანთა“ ბანაკში სიმშვიდეა
„ჯვაროსანთა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი საშინაო მატჩისთვის კვლავ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" ემზადება.

7 სექტემბერს, ბელარუსთან მოგებული მატჩის შემდეგ, თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელები ერთი დღით დაასვენა. 9 სექტემბერს, ნაკრების მზადება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. საღამოს „ჯვაროსნებმა" სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. საბედნიეროდ, პირველი მატჩის შემდეგ, ტრავმირებული არავინაა.

10 სექტემბერს, წინასამატჩო ვარჯიშის წინ, თემურ ქეცბაია „დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდება. პრესკონფერენცია 18:00 საათზე დაიწყება. ამის შემდეგ, ჩვენი ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს.

სფფ-ის პრესსამსახური
ნანახია: 317 | დაამატა: RoM@N | ტეგები: „ჯვაროსანთა“ ბანაკში სიმშვიდეა | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: