6:04 PM
ჯერარდი: "რთული სიტუაციიდან გამოსავალს ვიპოვნით"

"ლივერპულის" კაპიტანს, სტივენ ჯერარდს, იმედი აქვს, რომ "ნორვიჩთან" მატჩში თავისი გუნდი ჩემპიონატში პირველ გამარჯვებას მიაღწევს.

"რაც უფრო დიდხანს დავრჩებით მოგების გარეშე, მით უფრო რთული იქნება ორმოდან ამოსვლა. მინდა ვირწმუნო, რომ "ნორვიჩთან" მატჩში ქულათა მაქსიმუმს დავაგროვებთ", -განაცხადა ჯერარდმა.

"მიმაჩნია, რომ "სიტისთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩვენ უნდა გაგვემარჯვა, თუმცა, ამა თუ იმ მიზეზების გამო, ეს ვერ მოვახერხეთ. რას ვიზამთ, უფრო სუსტ გუნდებთან მოგვიწევს ქულების აღება".

"მე მგონი, სწორ გზაზე ვდგავართ. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, მსაჯებმაც გადმოგვხედონ კარგი თვალით... რა თქმა უნდა, წარუმატებელი შედეგები ჩვენზე ზეწოლას ახდენს, მაგრამ რთული სიტუაციიდან გამოსავალს ვიპოვნით".
 

წყარო: Sky Sports

ნანახია: 287 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჯერარდი: რთული სიტუაციიდან გამოსავა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: