9:49 AM "იუვენტუსმა" კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა | |
![]() ტურინელების მსხვერპლი ამჯერად "ჯენოა" გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ სამი ქულა სტუმრებს ადვილად არ მოუპოვებიათ. მე-18 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. საერთოდ, პირველი ტაიმი "ჯენოას" უპირატესობით წარიმართა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ "ბებერი ქალბატონის" წაუგებელი სერია შეწყდებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პირველ ტაიმში მასპინძლებმა დიდი ძალები დახარჯეს და მეორე ტაიმი დათმეს. 61-ე წუთზე ანგარიში ჯაკერინიმ გაათანაბრა. ცოტა ხნის შემდეგ ვუჩინიჩმა დააწინაურა თავისი კლუბი, საბოლოო შედეგი კი 84-ე წუთზე ასამოამ დააფიქსირა - 1:3! ამრიგად, "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას კარგ განწყობაზე ხვდება. "ჯენოა" 1:3 "იუვენტუსი" გოლები: იმობილე 18 - ჯაკერინი 61, ვუჩინიჩი 78 (პენალტი), ასამოა 84 "ჯენოა": ფრეი, სამპირიზი (ფერონეტი 79), კანინი, ბოვო (გრანკვისტი 67), ანტონელი (მელაცი 82), კუცკა, სეიმური, ბერტოლაჩი, იანკოვიჩი, ბორიელო, იმობილე. "იუვენტუსი": ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, კასერესი (ლიხტშტაინერი 76), მარკიზიო, პირლო, ჯაკერინი, დე ჩელიე (ასამოა 55), მატრი (ვუჩინიჩი 55), ჯოვინკო. გაფრთხილება: იმობილე, კანინი - პირლო, ბონუჩი, ბარძალი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |