10:03 AM "იუვენტუსმა" ლორენტესადმი ინტერესი დაადასტურა | |
![]() "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ "ატლეტიკის" თავდამსხმელით ფერნანდო ლორენტეთი "ბებერი ქალბატონი" დაინტერესებულია. "მოურინიომ ერთ-ერთ საკუთარ ინტერვიუში განაცხადა,რომ ლორენტე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუვენტუსში" გადაბარგდება.როგორც ჩანს,ჟოზეს ყველაფერი კარგად მოეხსენება.ჩვენ ფერნანდოს გადაბირებით ნამდვილად ვართ დაინტერესებულნი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის,რომ იგი ჩვენ გუნდში ვიხილოთ",-განაცხადა მაროტამ. ასევე გეტყვით იმასაც,რომ "ბილბაოს" ბოსებს ლორენტეს გაყიდვა 36 მილიონ ევროდ სურთ,მაგრამ "ბიანკონერი" ასეთი თანხის გადახდას არ აპირებს.ასე რომ,ზამთარში ჩვენ ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკებები გველოდება. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |