8:55 AM
ინგლისის ლიგის თასი. ფავორიტები წინ მიდიან

გუშინ ღამით გაიმართა ინგლისის ლიგის თასის შეხვედრები. ყველა ფავორიტმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

გუშინწინდელი დღისგან განსხვავებით, დაპირისპირებების მეორე დღე მოულოდნელობების გარეშე ჩატარდა. პრემიერ ლიგის წარმომადგენლები, რომლებიც ქვედა დივიზიონების გუნდებს დაუპირისპირდნენ, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე "ნიუკასლი" მიიღო. შემადგენლობები გადახალისებული იყო, თავის გამოჩენის შანსი მიეცა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს. მასპინძლების ორ გოლს სტუმართაგან პაპის სისემ უპასუხა - სენეგალელის ზუსტი თავური დარტყმა მისი პირველი გოლი გახდა ამ სეზონში.

თასის მოქმედმა ჩემპიონმა, "ლივერპულმა", შესაძლოა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ფსიქოლოგიური მომენტის მხრივ. "ვესტ ბრომვიჩთან" გასვლით შეხვედრაში, სადაც "წითლები" პრემიერ ლიგის სტარტისას განადგურდნენ, ბრენდან როჯერსმა განსხვავებული შემადგენლობა გამოიყვანა იმ მატჩისგან განსხვავებით. "მერსესაიდელმა" ახალგაზრდებმა თავი კარგად წარმოაჩინეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ დუბლი ახალწვეულმა ნური შაჰინმა შეასრულა. 

"არსენალი" 6:1 "ქოვენთრი"
გოლები: ჟირუ 39, ოქსლეიდ-ჩემბერლენი 57, არშავინი 63, უოლკოტი 74, 90, მიკელი 80 - ბოლი 78

"არსენალი": მარტინესი, იენარისი, ჯურუ, მიკელი, სანტონსი, ანჰა, უოლკოტი, კოკელენი (ფრიმპონგი 72), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (გნარბი 72), ჟირუ (შამახი 72), არშავინი.

"კარლაილი" 0:3 "ტოტენჰემი"
გოლები: ვერტონგენი 37, თაუნსენდი 53, სიგურდსონი 89

"ტოტენჰემი": კუდიჩინი, სმიტი, დოუსონი, კოლკერი, ვერტონგენი (უოკერი 65), თაუსენდი, ჰადლსტოუნი, სიგურდსონი, ფალკე, დემპსი (ობიკა 75), მეისონი (ქეროლი 70).

"ემიუ" 2:1 "ნიუკასლი"
გოლები: ანდერსონი 44, კლევერლი 58 - სისე 62

"ემიუ": დე ხეა, ვერმიი (ტანიკლიფი 77), უოტონი, კინი, ბიუტნერი (ბრედი 86), კლევერლი, ფლეჩერი, ანდერსონი, რუნი (პაუელი 76), უელბეკი, ჩიჩარიტო.

"ნიუკასლი": ელიოტი, პერჩი, უილიამსონი, კოლოჩინი (ფერგიუსონი 61), ტავერნიერი, ობერტანი, ტიოტე (ბიგირიმანა 71), გოსლინგი, მარვო, ვუკიჩი (სისე 61), ამეობი.

"ვესტ ბრომვიჩი" 1:2 "ლივერპული"
გოლები: ტამაში 3 - შაჰინი 17, 82

"ვესტ ბრომი": ფოსტერი, ჯონსი, ოლსონი, ტამაში, რიჯველი (დოუსონი 22), მულუმბუ, დორანსი, ტორნი, როზენბერგი, ფორტიუნი (ელ-განასი 87), ლუკაკუ (ლონგი 70).

"ლივერპული": ჯონსი, უისდომი, კარაგერი, კოატესი, რობინსონი, ჰენდერსონი, შაჰინი, დაუნინგი, პაჩეკო (სუსო 81), იეშილი (სინკლერი 81), ასაიდი.
 
ნანახია: 292 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ინგლისის ლიგის თასი. ფავორიტები წინ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: