7:38 PM
ჰიონესი "ბორუსიას" არაფრად აგდებს

მიუხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი სპორტულ გამოცემა "გოლთან" საუბარში გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" ბავარიულ კლუბს გერმანული ფეხბურთის ფლაგმანის სტატუსი ჩამოართვას. დორტმუნდის "ბორუსია" ორი სეზონია გერმანიის ბუნდესლიგაში პირველობას არავის უთმობს, თუმცა ჰიონესი მათ მაინც ერთ რიგით რეგიონულ კლუბად მიიჩნევს. 

"არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ბოლო წლებში "ბორუსია" მარკეტინგული სვლებით "ბაიერნს" სჯობს. დორტმუნდი ერთ-ერთი რეგიონული კლუბია, მაშინ როდესაც "რეკორდმაისტერი" მსოფლიო ბრენდია. ჩადით მაგალითად პეკინში და სთხოვეთ დაგისახელონ რომელიმე გერმანული საფეხბურთო კლუბი. მათი აბსოლიტური უმრავლესობა მიუხენის "ბაიერნს" დაასახელებს. "ბორუსია" ვერასდროს შეძლებს იმ წარმატების გამეორებას, რასაც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ".

"შავ-წითლებს" მთლიანობაში ბუნდესლიგა რვაჯერ აქვთ მოგებული, "ბაიერნს" კი ოცდაორჯერ!
ნანახია: 265 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ჰიონესი ბორუსიას არაფრად აგდებს | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: