იტალიური "რომას" ყოფილმა მწვრთნელმა კარლო მაცონენ "ბარსელოას" ექს-თავკაცის, ხოსეპ გვარდიოლას სავარაუდო მომავლის შესახებ ისაუბრა: "მომავალ წელს პეპმა შესაძლოა, მილანური კლუბიდან ერთ-ერთი გაწვრთნას. კონკრეტულად რომელი - "ინტერი" თუ "მილანი" ნამდვილად არ ვიცი. პეპმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე მესტუმრება. ვკითხე, ტურისტის რანგში მოდიხარ თუ იტალიური გუნდის მწვრთნელად-მეთქი. მან მიპასუხა, რომ ამ ორ ფუნქციას შეათავსებს".
შეგახსენებთ, რომ ამჟამად გვარდიოლა "შემოქმედებით შვებულებაშია", ნიუ-იორკში ცხოვრობს და მომავალ წლამდე ევროპაში დაბრუნებას არ აპირებს. რაც შეეხება მის ურთიერთობას მაცონესთან, გვარდიოლა "ბრეშიაში" სწორედ მაცონეს ხელმძღვანელობით თამაშობდა.

წყარო: goal.com